თბილისური ამბების და მუსიკის "ექო"

28 ივნ 21:00

წისქვილის „თეატრი“ წარმოგიდგენთ მუსიკალური საღამოების სერიათა ციკლს პროექტიდან „ექო“.

ექსკლუზიურად „თეატრის“ აუდიტორიისთვის - ახალი პროექტი გააერთიანებს სხვადასხვა ეპოქის, სტილისა და ჟანრის მუსიკას, არტისტული, ქარიზმატული და სანახაობრივი ინსცენირებითა და თანამედროვე ექოთი, გამოგზაურებთ ქართულ და მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში.

28 ივნისს, 20:00 საათზე, საღამო მიეძღვნება თბილისს.

ძველი თბილისის აშუღური ჰანგების, ქალაქური და თბილისზე შექმნილი სიმღერების ფონზე, მწერალი დათო ტურაშვილი ქალაქის და თბილისელების უცნობ ამბებს მოგიყვებათ:

  • როგორ გაუჩნდა მოწყენილ, ქეიფით დაღლილ ქალაქს ახალი გასართობი - ოპერა.
  • თუ რა მუსიკალური კავშირი ჰქონდა ნეაპოლსა და ძველ თბილისს.
  • როგორ დაათრო ალექსანდრე დიუმამ ქართველები და როგორ დადიოდა პარიზის ქუჩებში ქართულ ჩოხაში.
  • ქართველ ქალში შეყვარებული ფიდელ კასტრო და დაწუნებული სასიძო.
  • თბილისური მოდის ისტორია და იმ ადამიანთა ცხოვრების ამბები, ვინც თბილისში მოდას ქმნიდა.
  • და ვინ ჩამოიტანა პირველი ჯინსები თბილისსა და საქართველოში.
  • როგორ გაჩნდა ტრამვაი თბილისში და და რატომ უნიშნავდნენ მაშინდელი ბიჭები გოგოებს პაემანს ტრამვაის გაჩერებაზე.
  • რატომ ჩამოვიდა საქართველოში ნიკიტა ხრუშოვი მაშინ, როცა მისი სტუმრობა არავის უნდოდა თბილისში და რა იდეა გაუჩნდა ცეკას მდივანს ხინკლის კუჭების გამო.
  • როგორი ქალები მოსწონდათ ქართველ პოეტებსა და მწერლებს.
  • თბილისის საუკეთესო რესტორნებისა და თბილისის საუკეთესო სასტუმროების ყველაზე სახალისო ამბები.
  • და კიდევ ბევრი სხვა უცნობი ამბავი თბილისის ისტორიიდან.

მონაწილეობენ:

  • წამყვანი: მწერალი დავით ტურაშვილი
  • სოფო გელოვანი, გიგი დედალამაზიშვილი, დაჩი ქართველიშვილი, ბუტა ღაღანიძე, სერგო როსტომაშვილი, ნიკა ქუმსიაშვილი, ნიკოლოზ ჩარკვიანი
  • მოწვეული სტუმარი: მაყვალა ჩიხლაძე
  • DJ: SABA ABRAMIDZE

შემოქმედებითი ჯგუფი:

• პროექტის ავტორი: გიორგი ასანიშვილი
• რეჟისორები: ზაზა ორაშვილი, გიორგი დეკანოიძე
• პროდიუსერები: ნინჩო ფირცხალავა, სალომე ბენდიანიშვილი, ვახო ხვიჩია.

• თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი: ზაალ ჩიქობავა

ბილეთის ფასი:
I სართული- 80 ₾
ანტრესოლი - 70 ₾
ბილეთის საფასური მოიცავს მხოლოდ ღონისძიებაზე დასწრებას

• ბილეთების შეძენის შემდეგ, მაგიდის ადგილმდებარეობისა და მენიუს შესარჩევად, დაგიკავშირდებათ თეატრის მენეჯერი.

• დეტალური ინფორმაციისთვის და მენიუს წინასწარ შესაკვეთად: 032 2 88 88 80

• გთხოვთ, გაითვალისწინოთ - შეძენილი ბილეთი უკან არ ბრუნდება!

კარი იხსნება: 20:00

პროგრამა იწყება: 21:00


მის: ბელიაშვილის 99