თბილისური ამბების და მუსიკის "ექო"
წისქვილის „თეატრი“ წარმოგიდგენთ მუსიკალური საღამოების სერიათა ციკლს პროექტიდან „ექო“.
ექსკლუზიურად „თეატრის“ აუდიტორიისთვის - ახალი პროექტი გააერთიანებს სხვადასხვა ეპოქის, სტილისა და ჟანრის მუსიკას, არტისტული, ქარიზმატული და სანახაობრივი ინსცენირებითა და თანამედროვე ექოთი, გამოგზაურებთ ქართულ და მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში.
28 ივნისს, 20:00 საათზე, საღამო მიეძღვნება თბილისს.
ძველი თბილისის აშუღური ჰანგების, ქალაქური და თბილისზე შექმნილი სიმღერების ფონზე, მწერალი დათო ტურაშვილი ქალაქის და თბილისელების უცნობ ამბებს მოგიყვებათ:
- როგორ გაუჩნდა მოწყენილ, ქეიფით დაღლილ ქალაქს ახალი გასართობი - ოპერა.
- თუ რა მუსიკალური კავშირი ჰქონდა ნეაპოლსა და ძველ თბილისს.
- როგორ დაათრო ალექსანდრე დიუმამ ქართველები და როგორ დადიოდა პარიზის ქუჩებში ქართულ ჩოხაში.
- ქართველ ქალში შეყვარებული ფიდელ კასტრო და დაწუნებული სასიძო.
- თბილისური მოდის ისტორია და იმ ადამიანთა ცხოვრების ამბები, ვინც თბილისში მოდას ქმნიდა.
- და ვინ ჩამოიტანა პირველი ჯინსები თბილისსა და საქართველოში.
- როგორ გაჩნდა ტრამვაი თბილისში და და რატომ უნიშნავდნენ მაშინდელი ბიჭები გოგოებს პაემანს ტრამვაის გაჩერებაზე.
- რატომ ჩამოვიდა საქართველოში ნიკიტა ხრუშოვი მაშინ, როცა მისი სტუმრობა არავის უნდოდა თბილისში და რა იდეა გაუჩნდა ცეკას მდივანს ხინკლის კუჭების გამო.
- როგორი ქალები მოსწონდათ ქართველ პოეტებსა და მწერლებს.
- თბილისის საუკეთესო რესტორნებისა და თბილისის საუკეთესო სასტუმროების ყველაზე სახალისო ამბები.
- და კიდევ ბევრი სხვა უცნობი ამბავი თბილისის ისტორიიდან.
მონაწილეობენ:
- წამყვანი: მწერალი დავით ტურაშვილი
- სოფო გელოვანი, გიგი დედალამაზიშვილი, დაჩი ქართველიშვილი, ბუტა ღაღანიძე, სერგო როსტომაშვილი, ნიკა ქუმსიაშვილი, ნიკოლოზ ჩარკვიანი
- მოწვეული სტუმარი: მაყვალა ჩიხლაძე
- DJ: SABA ABRAMIDZE
შემოქმედებითი ჯგუფი:
• პროექტის ავტორი: გიორგი ასანიშვილი
• რეჟისორები: ზაზა ორაშვილი, გიორგი დეკანოიძე
• პროდიუსერები: ნინჩო ფირცხალავა, სალომე ბენდიანიშვილი, ვახო ხვიჩია.
• თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი: ზაალ ჩიქობავა
ბილეთის ფასი:
I სართული- 80 ₾
ანტრესოლი - 70 ₾
ბილეთის საფასური მოიცავს მხოლოდ ღონისძიებაზე დასწრებას
• ბილეთების შეძენის შემდეგ, მაგიდის ადგილმდებარეობისა და მენიუს შესარჩევად, დაგიკავშირდებათ თეატრის მენეჯერი.
• დეტალური ინფორმაციისთვის და მენიუს წინასწარ შესაკვეთად: 032 2 88 88 80
• გთხოვთ, გაითვალისწინოთ - შეძენილი ბილეთი უკან არ ბრუნდება!
კარი იხსნება: 20:00
პროგრამა იწყება: 21:00
მის: ბელიაშვილის 99