ვერის უბნის მელოდიები

28 მაი 20:45

„თეატრის“ „ცნობის ფურცელი“ ახალ ამბავს გატყობინებთ:

ეკრანზე გამოსვლიდან 5 ათეული წლის თავზე, პირველი ქართული მიუზიკლი, გიორგი შენგელაიას ლეგენდარული და კლასიკადქცეული „ვერის უბნის მელოდიები“, გოგი ცაბაძის უკვდავი მუსიკით, მორის ფოცხიშვილის დაუვიწყარი ტექსტებით, „თეატრის“ სცენაზე თავბრუდამხვევი სანახაობით ცოცხლდება.

ჩვენ მოგიყვებით ქალაქის უძველეს უბანსა და უთქმელ სიყვარულზე. სიკეთით ჩადენილ დანაშაულსა და ხალხის მოთხოვნით გაუქმებულ სასჯელზე. აქ, ამ თეატრში, შეხვდებით მედროგე პავლესა და მის გოგონებს, მრეცხავ ვარდოსა და ტანც-კლასის პედაგოგებს, პრისტავსა და მის ქვეშევრდომებს, ვაჭარ პანკესასა და აღა-გეორქას... ვერის უბანში დიდი ამბები ტრიალებს და ამ საღამომ უთქვენოდ არ უნდა ჩაიაროს! „ვერის უბნის მელოდიები“ „თეატრში“ წარმოდგენილია სამ ნაწილად, ვახშმის თანხლებით. მიუზიკლი ეფუძნება გიორგი შენგელაიას ამავე სახელწოდების ფილმს „ვერის უბნის მელოდიები“

კინოსცენარი - გიორგი შენგელაია, ანზორ სალუქვაძე

კომპოზიტორი - გიორგი ცაბაძე

სიმღერების ტექსტი - მორის ფოცხიშვილი

შემოქმედებითი ჯგუფი:

  • დამდგმელი რეჟისორი: ზაალ ჩიქობავა
  • მუსიკალური ვერსია: ნიკოლოზ რაჭველი
  • დამდგმელი მხატვარი: თამარ ფოცხიშვილი
  • კოსტიუმების მხატვარი: ანა ნინუა
  • ქორეგრაფია: გიორგი ტორიაშვილი
  • ინსცენირება: თეა ყიფშიძე
  • ვოკალის პედაგოგი: თამუნა არჩვაძე
  • მხატვარ-გამნათებელი: გელა მუმლაძე
  • ხმის რეჟისორი: რომა მატვეევი
  • სადადგმო ნაწილის ხელმძღვანელი: ნიკოლოზ ჯიბუტი
  • ბრენდ შეფი: ალექს ნათაძე

მიუზიკლის პარტნიორები არიან: სითიზენი, ბორჯომი, კონცეპტი, ბენე, Chivas 18, გურემანი, ვაკე. მიუზიკლის მედია მხარდამჭერია: პალიტრა მედია ჰოლდინგი

მუსიკალური ვერსიები შესრულებულია “ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის” მიერ- დირიჟორი: ნიკოლოზ რაჭველი

გაწეული დახმარებისთვის მადლობა დავით დოიაშვილს, ვასო აბაშიძის სახელობის „ახალ თეატრს“ და ზურაბ ლალიაშვილს.

მონაწილეობენ:

  • ვარდო: ანა ქურთუბაძე / მარიამ როინიშვილი
  • პავლე: ანდრია გველესიანი / გიორგი კაკალაშვილი
  • პრისტავი: გიგი დედალამაზიშვილი / გიორგი ყველაშვილი
  • პოლიციელი ქათამაძე: ბექა ხაჩიძე / შაკო მირიანაშვილი
  • ინოჩენცი: ჯეჯი სხირტლაძე / ნიკა ჩხაიძე
  • ალისა აკვანარიხსკაია: ანა წერეთელი / რუსკა მაყაშვილი
  • გეურქ გეურქოვი: ონისე ონიანი
  • ვაჭარი პანკესა: ალეკო ბეგალიშვილი
  • ძიბო / მოქალაქე: გიორგი გიგიბერია
  • პავლეს შვილები (თამრო და მარო): ანასტასია ირემაძე / კატო კვანტალიანი, მარიამ შუბითიძე / ანიტა ედიბერიძე
  • ტანცკლასის აღსაზრდელები: ნიტა ლეჟავა, ემა ლეჟავა, ელისაბედ გაბელაია, თეკლა ილურიძე, ნია კერესელიძე
  • ტურფა / მრეცხავი: თინათინ წულაძე / ანა გვანცელაძე
  • აფთიაქარი / პოლიციელი: ლუკა ხეჩუმაშვილი
  • ფოსტალიონი / პოლიციელი: გიგა შურღაია
  • მიხაკა / პოლიციელი: ლაშა მორჩილაძე / ანდრია ზაქარაია
  • შანშე პოლიციელი: ნიკა გოგიძე
  • გეურქ გეურქოვის მეუღლე / მრეცხავი: მარიამ ჩუხრუკიძე / თამთა შალამბერიძე

მრეცხავები, მხერხავები, მოქალაქეები: გიორგი ტორიაშვილი, ნინი ჩაჩიბაია, სალომე თათარაშვილი, ელენე თავართქილაძე, ქეთევან აბესაძე, ბარბარე ურიდია, სალომე ცინცაძე, ანა სახიაშვილი, ელენე ვეკუა, თამარ აბესაძე, თეო კოჭლამაზაშვილი, ანი შუბლაძე, ნატაშკა იაშვილი, ლონდა ტყემალაძე, თამთა გასიშვილი, რატი ბლიაძე, გიორგი სუთიძე, გიორგი ბუაჩიძე.

გაითვალისწინეთ!

  • ბილეთის ფასი მოცემულია ერთ სტუმარზე.
  • ბილეთის საფასურში შედის წარმოდგენაზე დასწრება ვახშმის თანხლებით.
  • ვახშმის მენიუს ირჩევთ წინასწარ, ბილეთის შეძენის დროს. ადგილზე ვერ შეუკვეთავთ. შეგიძლიათ, შეუკვეთოთ მხოლოდ ხემსის დაფა, ქართული ნუგბარი და სასმელი.
  • დაგვიანებული სტუმარი აქტის დასრულებამდე სივრცეში არ დაიშვება.
  • არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები წარმოდგენაზე არ დაიშვებიან.
  • • გთხოვთ, გაითვალისწინოთ - შეძენილი ბილეთი არ ბრუნდება.

კარი იხსნება: 20:00 სთ

წარმოდგენა და ვახშამი: 20:45 სთ

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 000 888