შეთავაზება

თეატრის შესახებ
„თეატრი“, “წისქვილი ჯგუფის” მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც პირველად საქართველოში და ამიერკავკასიაში ახორციელებს უნიკალურ SHOW & DINNER კონცეფციას.
კონცეფცია, რომელიც „წისქვილი ჯგუფმა“ დაამკვიდრა საქართველოში, აერთიანებს შოუს, გასტრონომიასა და სერვისს. თითოეული კომპონენტი კი სტუმრებისთვის ქმნის უნიკალურ და დაუვიწყარ გამოცდილებას, რომელსაც საქართველოში მხოლოდ „თეატრი“ გთავაზობთ.
- შოუ – შთამბეჭდავი წარმოდგენები, ბროდვეის ლიცენზირებული თუ ქართული კლასიკად ქცეული მიუზიკლები და სხვა.
- გასტრონომია – დახვეწილი და მრავალფეროვანი სამზარეულო. ტრადიციულის შერწყმა თანამედროვეობასთან.
- სერვისი – უმაღლესი ხარისხის მომსახურება გუნდისგან, რომელიც სინქრონულად ქმნის იმ იდეალურ გარემოს, რაც „თეატრს“ ხდის დაუვიწყარსა და გამორჩეულს.
ამ უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა „თეატრის“ პროფესიონალთა გუნდმა რეალობად აქცია.
![]() | ![]() |
თეატრში შესაძლოა გაიმართოს:
- კორპორაციული საღამო
- დახურული წვეულება
- ქორწილი
- ბრენდის პრეზენტაცია
- ტრენინგი/კონფერენცია
- ამერიკული/ქართული მიუზიკლი-ვახშმის თანხლებით
- კაბარეს/რესტორნის დღეები
![]() | ![]() |
დახურული ღონისძიება
„თეატრმა“ არაერთ გამორჩეულ კერძო ღონისძიებასა და დახურულ წვეულებას უმასპინძლა წარმატებით. კომპანიები ირჩევენ „თეატრს“, რადგან აქ შეხვდებით სანახაობრივი შოუს, დახვეწილ გასტრონომიას, უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და უნიკალური ინტერიერიერის თუ არქიტექტურის ერთობლიობას. თითოეულ მიმართულებას პროფესიონალთა კოორდინირებული გუნდი მართავს, ვინც სრულყოფილად დააორგანიზებენ და ჯადოსნურს გახდიან თქვენთვის გამორჩეულ დღეს.
„თეატრის“ გუნდი გთავაზობთ თქვენი ღონისძიების სრულ ორგანიზებას — იდეის მოფიქრებიდან თითოეული ტექნიკური დეტალის კოორდინაციამდე.
![]() | ![]() |
ჩვენ გთავაზობთ:
- მუსიკალურ პროგრამას
- ქორეოგრაფიულ ნომრებს
- ფოტოგადაღებას
- ვიდეოგადაღებას
- პიროტექნიკას
- ტრანსპორტს
![]() | ![]() |
მხატვრული პროგრამა
„თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ზაალ ჩიქობავა იზრუნებს, რომ დღე იყოს უნიკალური და დასამახსოვრებელი. შეგიძლიათ თავად აირჩიოთ ბენდი, ინდივიდუალური შემსრულებელი და სხვა არტისტები. მათი მონაწილეობით შეიქმნება შოუ, რომელიც სრულიად მოერგება ღონისძიების ხასიათსა და აუდიტორიას.
![]() | ![]() | ![]() |
თეატრის სამზარეულო
„თეატრში“ მიღებულ გასტრონომიულ გამოცდილებაზე პასუხისმგებელია ბრენდ-შეფი ალექს ნათაძე და მისი პროფესიონალთა გუნდი, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებით ქმნის მენიუს შემადგენელ თითოეულ დეტალს, როგორც გემოვნურის თვისებების მიხედვით, ისე ესთეტიკური სიამოვნების მიღებისთვის.
![]() | ![]() |
სივრცის აღწერა და ტექნიკური მახასიათებლები
ტექნიკური მახასიათებლები მოიცავს ულტრათანამედროვე განათების და გახმოვანების აპარატურას, რაც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ნებისმიერი ატმოსფერო.
სივრცეში შესაძლოა განთავსდეს:
- კორპორატიული ღონისძიები - 400-მდე სტუმარი
- ქორწილი - 350 სტუმარი
- ფეხზე დგომით - 1200 სტუმარი
- შერეული განლაგებით, სადაც გათვალისწინებულია როგორც დასაჯდომი ადგილები, ისე ფეხზე დასადგომი სივრცეები - 500-მდე ადამიანი
- თეატრალური განლაგებით - 700 ადამიანი
![]() | ![]() | ![]() |
თეატრის ტექნიკური აღჭურვილობა
განათება და აპარატურა:
„თეატრის“ აღჭურვილობაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება განათებას.
თანამედროვე აპარატურა, იძლევა საშუალებას, შეიქმნას ყველანაირი გარემო და სიტუაცია.
აპარატურა მოიცავს:
• სკანერები
• ვოშები
• სპოტები
• პროფაილები
• პიქსელ ბარები
• საპროქეტო ეკრანი-ჰეიზერი
• განათების მართვის პულტი-grandMA2
ხმა: სივრცეში გამოიყენება თანადეროვე საკონცერტო ტიპის აუდიო სისტემა. სცენა აღჭურვილია აუდიო მონიტორინგისა და ინსტრუმენტების შესაბამისი გახმოვანების აპარატურით.
დეტალური ინფორმაციისთვის : +995 577 00 08 88
