ჩიკაგო
„წისქვილი ჯგუფის“ თეატრი წარმოგიდგენთ ლეგენდარულ მუსიკალურ ვოდევილს - „ჩიკაგოს“.
„ჩიკაგოს“ ოფიციალური ლიცენზია „წისქვილი ჯგუფმა“ მსოფლიოში ცნობილი თეატრალური კომპანია CONCORD THEATRICALS-ისგან შეიძინა.
მიუზიკლი ეფუძნება მორინ დალას უოტკინსის 1926 წელს დაწერილ ამავე სახელწოდების პიესას, რომელიც, თავის მხრივ, იმ დროს განვითარებულ რეალურ ამბებს ასახავს. უოტკინსი „ჩიკაგო ტრიბუნის“ კრიმინალური განყოფილების ჟურნალისტი იყო, რომელმაც ფაბულად კრიმინალური ქრონიკის ისტორიები გამოიყენა. მთავარი გმირების პროტოტიპები რეალური ადამიანები იყვნენ - მკვლელი ქალები ჩიკაგოდან - ბელვა გარტნერი და ბეულა ანანი. „ჩიკაგო“ - ეს ერთგვარი ცირკია ყველაზე შთამბეჭდავი წარმოდგენითა და სანახაობით, ჯამბაზებითა და მარიონეტებით, ცრუ სიყვარულითა და ნამდვილი სიძულვილით. 32 500 წარმოდგენა და 32 მილიონზე მეტი მაყურებელი - ეს ლეგენდად ქცეული მიუზიკლის რეკორდია. „ჩიკაგოს“ მსოფლიო რუკაზე უკვე საქართველო, თბილისი და ქართველი მაყურებელიც გამოჩნდა.
ამ შთამბეჭდავ სამმოქმედებიან წარმოდგენას, ვახშმის თანხლებით, „თეატრში“ წარმოგიდგენთ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
შემოქმედებითი ჯგუფი:
• დამდგმელი რეჟისორი: ზაალ ჩიქობავა
• რეჟისორი: გურანდა იაშვილი
• მუსიკალური ხელმძღვანელი: თამუნა არჩვაძე
• ქორეოგრაფი: გიორგი ტორიაშვილი
• ქართული ტექსტი: თეა ყიფშიძე, სოსო ყიფშიძე
(ფრედ ებისა და ბობ ფოსის წიგნის მიხედვით მორინ დალას უოტკინსის პიესის„ჩიკაგოს“ - მოტივებზე)
• სიმღერების ტექსტი: ირინა სანიკიძე
• დამდგმელი მხატვარი: ანა ნინუა
• კოსტიუმები: ლაშა ჯოხაძე
• მხატვარ-გამნათებელი: გელა მუმლაძე
• ხმის რეჟისორი: რომა მატვეევი
• მაკიაჟი: თამუნა ყამბარაშვილი
• ვარცხნილობა: თინათინ რატიშვილი
• სადადგმო ნაწილის ხელმძღვანელი: ნიკოლოზ ჯიბუტი
• ბრენდ შეფი: ალექს ნათაძე
კარი იხსნება: 20:00 სთ.
წარმოდგენა და ვახშამი: 20:45 სთ.
გაითვალისწინეთ!
• ბილეთის ფასი მოცემულია ერთ სტუმარზე.
• ბილეთის საფასურში შედის წარმოდგენაზე დასწრება ვახშმის თანხლებით.
• ვახშმის მენიუს ირჩევთ წინასწარ, ბილეთის შეძენის დროს. ადგილზე ვერ შეუკვეთავთ. შეგიძლიათ, შეუკვეთოთ მხოლოდ ხემსის დაფა, ქართული ნუგბარი და სასმელი.
• დაგვიანებული სტუმარი აქტის დასრულებამდე სივრცეში არ დაიშვება.
• არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები წარმოდგენაზე არ დაიშვებიან.
• გთხოვთ, გაითვალისწინოთ - შეძენილი ბილეთი არ ბრუნდება.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 000 888
-
ხემსი
მწვანე კარაქიკლასიკური თეთრი და მარცვლოვანი პური.
-
აპეტაიზერი
გებჟალიის სალათარუკოლა, პომიდვრის ჩიფსი, გებჟალია, გურული აჯიკის სოუსი, ნუში, ფორთოხალი.
-
მთავარი კერძი
შემწვარი იხვის ფილე გოგრის გულის ხარჩოთიშემწვარი ელარჯი, გარგრის სალსა.
-
დესერტი
შოკოლადის გუმბათიშოკოლადის ბისკვიტი, თხილის კრემი, შოკოლადის მუსი.
-
ხემსი
მუჰამარაკლასიკური თეთრი და მარცვლოვანი პური.
-
აპეტაიზერი
გამომცხვარი სტაფილოს სალათა გუაკამოლეთისტაფილო, კუსკუსი, ოხრახუში, შტოში, თაფლის და ლიმონის დრესინგი, გუაკამოლე, მჭადის ჩიფსი, წითელი წიწაკა.
-
მთავარი კერძი
ხრაშუნა ნიახურის ბოლქვიშებოლილი წიწაკის სოუსი, ციტრუსის სალათა, პირშუშხას კრემი.
-
დესერტი
შავი ტყეშოკოლადის ბისკვიტი, ალუბლის მუსი, შოკოლადის განაში.