მულტიფუნქციური სივრცე „თეატრის“ მიუზიკლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!“ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაცოცხლდება და სტუმრებს იტალიის კუნძულ პანტელერიაზე დატრიალებულ ამბებს მოუთხრობს.
მაყურებელთა თხოვნით წარმოდგენა 22 ივლისს ორჯერ, 17:00-სა და 20:00 საათზე გაიმართება.