,,თეატრის" შოუ - საჩუქარი ძვირფას ადამიანს

სჰიდა.png

ძვირფასი ადამიანისთვის მხოლოდ საუკეთესო საჩუქარი გვემეტება, მაგრამ ხშირად რთულია რაღაც განსხვავებული და დასამახსოვრებელი მოიფიქრო. ,,წისქვილი ჯგუფის” მულტიფუნქციური სივრცე ,,თეატრი” უნიკალურ შანსს გთავაზობთ გაატაროთ საღამო გარემოში, სადაც თეატრალური შოუთი და გემრიელი ვახშმით ერთდროულად ისიამოვნებთ.

თეატრის შოუ და განსხვავებული კონცეფცია

,,Dining Theatre” ანუ წარმოდგენა ვახშმით, საქართველოსთვის აქამდე უცხო კონცეფცია იყო. ,,წისქვილი ჯგუფმა” გადაწყვიტა მსოფლიოში ცნობილი წარმოდგენა ვახშმით საქართველოშიც და მთელს ამიერკავკასიაში პირველად შემოეტანა.

სპეციალურად ამისთვის შეიქმნა ახალი სივრცე, სახელად ,,თეატრი“, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ეს არც სტანდარტული თეატრია და ტრადიციული რესტორნისგანაც სრულიად განსხვავდება. ეს არის ადგილი, სადაც სტუმარს კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება და გემრიელი კერძების დაგემოვნება ერთდროულად შეუძლია.

,,თეატრის” პირველი წარმოდგენა The Show ნიკოლოზ რაჭველის, ნინო ანანიაშვილისა და მისი საბალეტო დასის, საოპერო მომღერლებისა დახელოვნების სფეროს სხვა ბევრი გამორჩეული წარმომადგენლის მონაწილეობით გაიმართა. პირველივე ღონისძიებამ ანშლაგით ჩაიარა და სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელ საღამოდ იქცა.

„თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ზაალ ჩიქობავა, დასი და მსახიობები ყოველი ახალი შოუსთვის დიდი ხნით ადრე ემზადებიან, რათა წარმოდგენა სრულიად უნიკალური გამოვიდეს. რეალურად ,,თეატრი” ახალი სიტყვაა ხელოვნების სფეროში და ახალი ჟანრის დაბადებას ვუწყობთ ხელს.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ერთხელ სტუმრობა საკმარისია, რომ ეს სივრცე თქვენი საყვარელი ადგილი გახდეს განტვირთვისთვის, კულტურული ღონისძიებით ტკბობისთვის, გემრიელი კერძების დაგემოვნებისა თუ ბოჰემური გართობისთვის.

კულინარია როგორც შოუს ნაწილი

თეატრის მენიუ სამ მიმართულებად დავყავით: სპეციალურად მიუზიკლებისთვისა და სხვადასხვა შოუებისთვის შერჩეული კერძები, რესტორნის ტრადიციული მრავალფეროვანი სელექცია და კორპორაციული წვეულებებისთვის შედგენილი სია.

თეატრის მენიუზე ბრენდ შეფი ალექს ნათაძე და მზარეულთა გუნდი ზრუნავს. შეფი და მზარეულები თითოეული ღონისძიების დაგეგმვაში აქტიურად არიან ჩართულნი, რათა მენიუ შოუს კონცეფციასთან თანხვედრაში იყოს და ზუსტად მოერგოს პერფორმანსის იდეას. შესაბამისად, ყოველი ახალი შოუსთვის უნიკალური მენიუ იქმნება.

თეატრის ბილეთები ონლაინ შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს ვებ-საიტზე. Teatri.ge-ზე სპეციალური გრაფიკაა წარმოდგენილი, რომელიც სივრცის უკეთ აღქმაში დაგეხმარებათ. ვებგვერდზე დაგხვდებათ ღონისძიებების სია, თითოეული წარმოდგენისთვის განსაზღვრული მენიუ და რა თქმა უნდა სასურველი მაგიდის არჩევის შესაძლებლობა. მაგიდის დაჯავშნისას, ეკრანზე გამოვა “აირჩიეთ მენიუ” ღილაკი და მონიშნავთ თქვენთვის სასურველ ვარიანტს.

იდეალური საჩუქარი ძვირფას ადამიანს

ჩვენთან დაგხვდებათ მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა შოუ, ასევე ქართული ტრადიციული მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები.

მიუზიკლი ,,ჩიკაგო“ ერთ-ერთი ასეთი შოუა, რომლის ლიცენზია „წისქვილი ჯგუფმა“ ოფიციალურად შეიძინა მსოფლიოში ცნობილი თეატრალური კომპანია CONCORD THEATRICALS-ისგან.

მიუზიკლს ძალიან დიდი ისტორია აქვს და ეფუძნება მორინ დალას უოტკინსის 1926 წელს დაწერილ ამავე სახელწოდების პიესას. ,,ჩიკაგო” მეოცე საუკუნის ამერიკის რეალურ ამბებს ასახავს. უოტკინსი „ჩიკაგო ტრიბუნის“ კრიმინალური განყოფილების ჟურნალისტი იყო, რომელმაც ფაბულად კრიმინალური ქრონიკის ისტორიები გამოიყენა.

მთავარი გმირები რეალური ადამიანების პროტოტიპები იყვნენ - ბელვა გარტნერი და ბეულა ანანი. „ჩიკაგო“ აერთიანებს ყველაფერს - შთამბეჭდავ წარმოდგენასა და სანახაობას, ჯამბაზებსა და მარიონეტებს, ცრუ სიყვარულსა და ნამდვილ სიძულვილს. მიუზიკლის მაყურებელთა რიცხვი რეკორდულია - 32 500 წარმოდგენა და 32 მილიონზე მეტი მაყურებელი. ,,წისქვილი ჯგუფის” დახმარებით ლეგენდად ქცეული მიუზიკლი უკვე საქართველოში, ქართველი მაყურებლისთვისაც გამოჩნდა.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ მაყურებლისთვის საყვარელი ,,და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია!”.
მიუზიკლი საოცარ თავგადასავალს გპირდებათ - მაყურებელი ხან დრამის მომსწრეა, ხან სიყვარულის, სიცილისა და ტირილის და ეს ყველაფერი ცეკვისა და სიმღერის ფონზე. ,,მამა მიაში” ცხოვრება დუღს!

ასე რომ, ,,თეატრის” შოუ იდეალური საჩუქარია ძვირფასი ადამიანისთვის. გადაათვალიერეთ ჩვენი ღონისძიებები. იქნება ეს მიუზიკლი, სრულიად ახალი შოუ, ბენდის კონცერტი, თუ ნებისმიერი სხვა წარმოდგენა, ,,თეატრის” მთელი გუნდი იზრუნებს იმაზე, რომ მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება და საღამო თქვენთვის დაუვიწყარ მოგონებად გადაიქცეს.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80