დაგეგმეთ კორპორაციული საღამო ,,თეატრში"

corporate-events.webp

კორპორაციული საღამო მნიშვნელოვანი წვეულებაა და როგორც წესი, დიდი ხნით ადრე იგეგმება. კომპანიის პრიორიტეტია, რომ ღონისძიება ზუსტად შეესაბამებოდეს მათ მიზნებსა და ღირებულებებს, ხოლო დამსწრეებმა დადებითი გამოცდილება მიიღონ.

საღამო რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს, ამისთვის შესაბამისი სივრცე აუცილებელია. ღონისძიებები შეიძლება განსხვავდებოდეს მასშტაბით - მცირე შეკრებით დაწყებული, ფართომასშტაბიანი კონფერენციებით გაგრძელებული.

,,თეატრის” სივრცე უნიკალურია და თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, რომ გარდა მიუზიკლებისა და შოუებისა, ჩვენი აუდიტორია სხვადასხვა შეკრებებისთვის დაგვეთმო. ეს არის მრავალფუნქციური პავილიონი, რომლის ტრანსფორმირებაც მუდმივად შესაძლებელია.

კორპორაციული საღამო ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა, რომელიც შესაძლებელია გაიმართოს ,,თეატრის” შენობაში და ჩვენი გუნდი მზადაა დაუვიწყარი გამოცდილება შემოგთავაზოთ.

რატომ უნდა აირჩიოთ ,,თეატრი” კორპორაციული საღამოსთვის

  • უნიკალური გარემო: ,,თეატრის” შენობაში შესვლით თქვენ შეაბიჯებთ სამყაროში, სადაც კლასიკური ელეგანტურობა ხვდება თანამედროვე მრავალფეროვნებას. „თეატრის“ ცენტრალური ნაწილი სცენაა, მის გარეშემო სივრცე კი, შეიძლება ღონისძიების შინაარსის მიხედვით შეიცვალოს და სხვადასხვა კორპორაციულ შეკრებას მოერგოს, იქნება ეს კონფერენცია, სემინარი, პროდუქტის პრეზენტაცია თუ გალა ვახშამი.
  • ადაპტაცია: ,,თეატრი” რეალურად არის ერთგვარი მობილური სივრცე. მთავარმა არქიტექტორმა, მამუკა ჩხაიძემ ისე დაგეგმა შენობა, რომ გვაქვს თავისუფლება, სიტუაციის და მიხედვით შევქმნათ სასურველი გარემო. უახლესი ტექნოლოგიითა და დინამიური განლაგებით, ,,თეატრს” შეუძლია ძალისხმევის გარეშე გარდაიქმნას და თქვენი ღონისძიების თემატიკას მოერგოს.
  • დახვეწილი გასტრონომია: მთავარი შეფი ალექს ნათაძე და მისი გუნდი როგორც შოუების, ისე ყველა სხვა წვეულების ორგანიზების პროცესშია ჩართული. მენიუ ყოველ ჯერზე იცვლება და ღონისძიების იდეასთანაა დაკავშირებული. ამ შემთხვევაშიც, მენიუ კორპორაციულ შეკრებასთანაა დაკავშირებული.
  • შეუდარებელი სერვისი: ღონისძიების დაგეგმვიდან შესრულებამდე, ჩვენი გუნდი მზადაა თქვენი ხედვა მაქსიმალურად იყოს რეალიზებული. დეტალებზე ყურადღებითა და სრულყოფილებისადმი ერთგულებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ,,თეატრი” ყველა ასპექტში აჭარბებდეს თქვენს მოლოდინს.

უმასპინძლეთ თქვენს კორპორატიულ ღონისძიებას თეატრში

მიუხედავად იმისა, ეძებთ ადგილს გუნდური შეხვედრისთვის, პრესტიჟული წვეულებისთვის თუ სამიტისთვის, ,,თეატრი” გთავაზობთ არსებით სივრცეს, რომელიც ნებისმიერ ღონისძიებას დამატებით მნიშვნელობას შესძენს.

დასაჯავშნად, ან ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 32 2 88 88 00.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80