ზაალ ჩიქობავა - ,,თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი’’

OEJSHakK78ui.jpg

ზაალ ჩიქობავასა და თეატრის ურთიერთობა 30 წელზე მეტს ითვლის. ყველაფერი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტით იწყება, სადაც ზაალ ჩიქობავამ სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა.

შემდეგ იყო არაერთი როლი სხვადასხვა თეატრის სცენაზე: მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ბევრი სხვა. იგი არის სხვადასხვა შემოქმედებითი და საიუბილეო საღამოების დამდგმელი რეჟისორი, სახელმწიფო ღონისძიებების სამხატვრო ხელმძვანელი და ა.შ.

დღეს ზაალ ჩიქობავა ,,წისქვილი ჯგუფის” უნიკალური სივრცის, ,,თეატრის” სამხატვრო ხელმძვანელია. მოკლე დროში ,,თეატრმა” უკვე მოახერხა ქართველი მაყურებლისთვის სრულიად უცხო კონცეფცია ,,Dining Theatre-ს” ახლობელი გაეხადა. ზაალ ჩიქობავას ხელმძვანელობით ,,თეატრის” სივრცეში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა: მიუზიკლი ,,ჩიკაგო”; ,,მამა მია”; კაბარეს შოუ და ა.შ.

თქვენ არაერთი წელი გიმუშავიათ კლასიკური ტიპის თეატრში, ხართ მსახიობიც და ხელმძღვანელიც, ,,თეატრი’’ კი სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა. რა შეგმატათ ამ სივრცემ თქვენ, როგორც ხელოვანს და როგორც პიროვნებას?

ეს ნამდვილად განსხვავებული და ახალი გამოცდილებაა. სავახშმო თეატრი სრულიად სხვა კონცეფციაა და სტანდარტული თეატრისგან განსხვავდება, თუკი კლასიკური ტიპის თეატრში გაქვს ერთი სცენა, სადაც სანახაობა მიმდინარეობს, აქ შეიძლება ითქვას, რომ სამი სცენით ვართ წარმოდგენილნი: სერვისი, გასტრონომია და სანახაობა. ,,თეატრში’’ სამივე ერთად ქმნის იმ შოუს, რომელსაც ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ. ამიტომაც თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილებაა რაც მიმიღია. თეატრის გუნდი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და ამ გუნდთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა.

,,Dining Theatre’’ კონცეფცია საქართველოსთვის აქამდე უცხო იყო. ელოდით, რომ მაყურებელი ასე მალე მიიღებდა და შეიყვარებდა ,,თეატრს’’? ზოგადად მაყურებლის გამოხმაურება როგორია, რა აღაფრთოვანებთ, თუნდაც თქვენთან პირად საუბრებში?

შეგვიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში და, მეტიც, ამიერკავკასიაში პირველად გამოჩნდა ტერმინი Dining Theatre, ანუ წარმოდგენა ვახშმით. მოგეხსენებათ, ქართველი ხალხისთვის ხელოვნება რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ ვაფასებთ მას, ისევე როგორც გასტრონომიას, ამიტომაც, არა, არ გამკვირვებია, რომ ხალხმა ასე დადებითად მიიღო და შეიყვარა ჩვენი ,,თეატრი’’.

უკვე 1 წელია რაც ,,თეატრი’’ ფუნქციონირებს, როგორ შეაფასებდით ამ პერიოდს? რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები?

საკმაოდ დატვირთული წელი იყო, სიახლეებით და ახალი გამოცდილებებით სავსე. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ და ძალიან განვვითარდით. ახალ საქმეს ყოველთვის თან ახლავს ღელვა, მითუმეტეს, როდესაც ასეთი მაშტაბური და ინოვაციური პროექტია, მაგრამ ვიცოდი, რომ საბოლოოდ გამართლდებოდა ის მოლოდინები, რომლებიც მქონდა და ნამდვილად ასეც მოხდა. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი წელი იყო, კარგად დავიწყეთ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო კარგად გავაგრძელებთ.

,,თეატრის’’ სივრცე მხოლოდ შოუებისთვის არაა განკუთვნილი და უამრავ დახურულ წვეულებასაც მასპინძლობს. თქვენი აზრით, რა იზიდავს ,,თეატრში’’ სტუმარს და რატომ ირჩევს მაინცდამაინც ამ სივრცეს სხვადასხვა ღონისძიების გასამართად?

,,თეატრი’’ იმგვარადაა მოწყობილი, რომ მის სივრცეში ყველანაირი იდეის, ჩანაფიქრის და ექსპერიმენტის განხორციელებაა შესაძლებელი. სცენა და სამზარეულო იმდენად იდეალურად ერწყმის და ავსებს ერთმანეთს, რომ შეუძლებელია გულგრილი დაგტოვოს. სტუმრები ამას ხედავენ, ამიტომაც მათთვის საინტერესო და მიმზიდველია დროის აქ გატარება და სხვადასხვა დახურული ღონისძიებების ჩვენ სივრცეში მოწყობა.

შემდეგი 1 წელი როგორ წარმოგიდგენიათ და რა არის ,,თეატრის’’ სამომავლო გეგმები?

გეგმები ძალიან დიდი და ბევრია, ყველაფერს დრო გვიჩვენებს, წინასწარ საუბარი არ მიყვარს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ უფრო დიდი გამოწვევები, გრანდიოზული იდეები და საინტერესო ამბები გველოდება.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80