გვინდოდა შეგვექმნა ადგილი, რომელიც არც კლუბი იქნებოდა და არც რესტორანი, არამედ რაღაც განსხვავებული და ახალი

სამი.jpg

„წისქვილი ჯგუფს“ რომ 20-წლიანი ისტორია აქვს, ამის შესახებ უკვე იცით, თუმცა ამჯერად გაგაცნობთ იმ სამ ადამიანს, რომელიც ამ ეტაპზე მართავს კომპანიას: ლაშა ჩხაიძეს, შოთა საღლიანსა და ოთარ ლოლაშვილს.

მათი მამები მრავალი წელი ედგნენ სათავეში და ავითარებდნენ რესტორან „წისქვილს“, რომელიც ყველასათვის საყვარელი სივრცე გახდა და ცნობადი საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

ამ ეტაპზე კი ისინი აგრძელებენ ამ მნიშვნელოვან საქმეს და ანვითარებენ „წისქვილი ჯგუფს“ სხვადასხვა მიმართულებით.

ლაშა, როგორ დაიწყო ყველაფერი და შექმენით „თეატრი“?

„თეატრის“ მშვენებლობა პანდემიამდე დავიწყეთ, თავდაპირველად სრულ კონცეფციაზე ჩამოყალიბებულები არ ვიყავით, ვიცოდით, რომ გვინდოდა რაღაც განსხვავებული, სადაც წამყვანი იქნებოდა სცენა და სანახაობა, თუმცა საბოლოო იდეამდე მისულები არ ვიყავით.

ამის შემდეგ დაიწყო პანდემია და ურთულესი პერიოდი გაიარა „წისქვილი ჯგუფმა“, რა თქმა უნდა, გაჩერდა მშენებლობა, მთელი ძალები მივმართეთ, რომ შეგვენარჩუნებინა თანამშრომლები და არსებული ბიზნესი გადაგვერჩინა. ერთიანი ძალებით ეს ყველაფერი შევძელით და პანდემიის დასრულების შემდეგ კვლავ გაგრძელდა პროცესი, თუმცა ეს პერიოდი გამოვიყენეთ, რათა უკეთ გაგვეაზრებინა ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით, შემოგვიერთდა ზაალიც, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი, ჩვენი ბრენდშეფი, ალექს ნათაძე და გუნდი გაიზარდა. გადავწყვიტეთ, რომ ამ „თეატრში“ სამი მიმართულება იქნებოდა წამყვანი და ერთნაირად მნიშვნელოვანი: შოუ, გასტრონომია და სერვისი.

სათქმელად მარტივი, თუმცა შესასრულებლად საკმაოდ რთული კონცეფციაა, როგორც ტექნიკურად, ისე კომერციულად და ბიზნესის კუთხით. უამრავი ადამიანია საჭირო როგორც შოუს დასადგმელად, ისე სამზარეულოში, ასევე სერვისის მიმართულებით, რომ ერთი საღამო, ერთი წარმოდგენა შედგეს და მივიდეს მაყურებლამდე ზუსტად ისე, როგორც დაგეგმილია. ახლა განვითარების პროცესში ვართ, ძალიან დიდი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ყველა მიმართულება იყოს მაღალი ხარისხის და მჯერა, ეს შრომა შედეგს გამოიღებს.

შოთა, თქვენ რას გვეტყვით, რატომ „თეატრი“?

ჩვენი გუნდისთვის ეს ყველაფერი გამოწვევაა, თან ძალიან საინტერესო.

20 წლის წინ „რესტორანი წისქვილი“ პირველი იყო ბევრი მიმართულებით, ახალი სიტყვა ვთქვით სტუმარმასპინძლობის სფეროში, არქიტექტურაში, გასტრონომიაში, ამ კუთხით კონკურენცია გავაჩინეთ.

ვფიქრობ, კომპანიას მუდმივად სჭირდება განვითარება, ახალი ეტაპი.

ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ საუკეთესოდ ვაკეთებთ ტრადიციული რესტორნის კონცეფციას, თუმცა, ამასთანავე, იმავე წარმატებით შეგვიძლია ვაკეთოთ თანამედროვე და განსხვავებული სტილის გასტრონომია, წარმოდგენა თუ სერვისი.

დიდი ინტერესია ყოველი ახალი პროექტი, ახალი დადგმა, საინტერესო გასტრონომიული აღმოჩენები. ამასთან ერთად, „თეატრში“ გვაქვს გამორჩეული ბარის კუთხე და Signature კოქტეილები. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ სტუმარმა მართლაც გამორჩეული, განსხვავებული საღამო გაატაროს.

წინ კი დიდი გეგმები და საინტერესო პროექტებია.

ოთარ, არის თუ არა „თეატრი“ ერთგვარი ექსპერიმენტი თქვენი გუნდისთვის?

გვინდოდა შეგვექმნა ადგილი, რომელიც არც კლუბი იქნებოდა და არც რესტორანი, არამედ რაღაც განსხვავებული და ახალი. „თეატრი“ ჩვენი გუნდისთვის ერთგვარი ექსპერიმენტი და საინტერესო თავგადასავალია.

„თეატრმა“ შექმნა საკუთარი დასი, მზარეულთა დიდი გუნდი, რომელთა დახმარებითაც ერთდროულად ვუმასპინძლდებით კერძებით 400-მდე ადამიანს, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ტექნიკური ჯგუფი, რომელიც პასუხიმგებელია ხმაზე, განათებაზე, სცენაზე და ა.შ., შემოგვიერთდა სერვისის მიმართულებით 70-მდე ადამიანი, რომელთა დახმარებითაც ასევე ერთდროულად ვემსახურებით 400-მდე ადამიანს. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ვფიქრობთ, რომ მცირე დროში საკმაოდ მნიშნელოვანი პროექტები განვახორციელეთ წარმატებით და ეს მხოლოდ დასაწყისია.

როგორც შოთამ აღნიშნა, წინ დიდი გეგმები, პროექტები და ახალი გამოწვევებია.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80