წისქვილი ჯგუფის თეატრში კაბარეს დღეები იწყება - ვახშამი და დაუვიწყარი შოუ-პროგრამა კვირაში 4 დღე

საიტის-ბლოგი.jpg

„თეატრის“ შემოქმედებითი გუნდის ახალი ინიციატივა! მრავალფეროვანი, მყუდრო, ინტერაქციული კაბარეს საღამოები, რომელიც ახალ მუხტს, ენერგიას შემატებს ქალაქს!
ამჯერად, კონცეფცია იქნება ვახშამი სანახაობით!

29 სექტემბრიდან, კვირაში 4 დღე, ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით - თეატრის სცენა დაეთმობა არტისტების, ილუზიონისტების, მომღერლების და კაშკაშა მოცეკვავეების შთამბეჭდავ სანახაობებს!

ახალი მენიუ, სპეციუალურად კაბარეს დღეებისთვის „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფის - ალექს ნათაძის ავტორობით შეიქმნა. კერძების შერჩევას და შეკვეთას შეძლებთ არა მხოლოდ წინასწარ, არამედ ადგილზე სტუმრობისას.

„კაბარეს დღეებისთვის გადავწყვიტეთ განსხვავებული მენიუ შეგვექმნა. აქ ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის მისთვის საყვარელ გემოს. დიდი ინტერესით ველოდებით სტუმრების უკუკავშირს, რადგან ეს ყველაფერი ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, კიდევ ერთი ახალი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა.“ - ამბობს ალექს ნათაძე.

კაბარე ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს გასართობ დაწესებულებას გარკვეული მხატვრულ-გასართობი პროგრამით, რომელიც შედგება შანსონის სიმღერებისგან, ერთაქტიანი პიესებისგან, სკეტჩებისგან, საცეკვაო ნომერებისგან და ა.შ.
თანამედროვე კაბარე კი რესტორანია, რომელსაც საკუთარი საესტრადო პროგრამა აქვს და სტუმარს შეუძლია სანახაობას დაესწროს ვახშმის/სასმლის თანხლებით.
სულ მალე კი საქართველოში ქართული კაბარე გაჩნდება.


„კაბარეს ტიპის სივრცეს ბევრ ქვეყანაში ვხდებით და ეს არ არის ახალი, თუმცა საქართველოში გართობის ეს ჟანრი წისქვილი ჯგუფისთეატრიდან“ იწყება.
სტუმრებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ მათთვის სასურველი კერძები, როგორც ადგილზე, ისე წინასწარ დაჯავშნის დროს, როგორც რესტორანში. საღამო დაგეგმონ და ივახშმონ მეგობრებთან ერთად, აღნიშნონ დაბადების დღე თუ მნიშნელოვანი თარიღი.
„თეატრი“ მულტიფუნქციური სივრცეა საინტერესო და მრავალფეროვანი მიმართულებებით, აქ შეიძლება ნახოთ ამერიკული მიუზიკლი, მაგალითად ეხლა კალენდარშია ბროდვეის მიუზიკლი „ჩიკაგო“, ქართული კულტურული პროგრამა, დაგეგმოთ კორპორაციული თუ ქორწილი, მაგრამ 29 სექტემბრიდან „თეატრის“ კარი ყველასთვის იხსნება, კვირაში 4 დღე.“ - ანანო თავხელიძე, წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ჯაზი და საცეკვაო ნომრები მიუზიკლებიდან „Nine“ და „Moulin Rouge“, ფრანგული, ესპანური და ინდური ქორეოგრაფიის ყველასთვის საყვარელი ნიმუშები – მათ თქვენთვის გამორჩეული მუსიკალური ბენდები და არტისტები შეასრულებენ. შოუზე საგანგებოდ იმუშავა „თეატრის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სანახაობა ისეთივე მომნუსხველი იქნება, როგორიც ამ სივრცეში დადგმული სხვა წარმოდგენები.

„“თეატრი“ მუდმივად ვითარდება, ვეძებთ სიახლეებს, ახალ, საინტერესო და ნიჭიერ ადამიანებს, პოპულარულ მიმართულებებს. ვიღებთ უკუკავშირს, ვითვალისწინებთ და ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის ხარისხიან პროდუქტს.
კაბარეს დღეები იწყება, მაგრამ არცერთი დღე არ იქნება ერთნაირი, ჩვენი ყოველი მომდევნო კვირა იქნება სიახლით და საინტერესო თემატიკით დატვირთული. ვიზრუნებთ რომ მუდმივად შევიტანოთ მრავალფეროვნება, რომ აქ მოსვლა სტუმრისთვის იყოს დღესასწაული.“ - ზაალ ჩიქობავა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ასე რომ, მოემზადეთ ახალი გამოცდილებისთვის, რომელსაც „თეატრი“გპირდებათ საუცხოო ვახშამის და სანახაობის თანხლებით.
მაგიდის დასაჯავშნად და დეტალური ინფორმაციისთვის: 032 2 88 88 80; 577 000 888

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80