სივრცე კერძო წვეულებისთვის - "თეატრი"

კერძო წვეულება თბილისში

„თეატრი“ უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს მათ, ვისაც განსხვავებულ გარემოში სურს გამართოს კერძო წვეულება.

მულტიფუნქციური სივრცე სხვადასხვა დახურულ ღონისძიებაზეა გათვლილი, იქნება ეს ბიზნესშეხვედრა, კორპორაციული საღამო, დაბადების დღე, ქორწილი თუ სხვა.

კერძო წვეულების მხატვრული გაფორმება

თქვენ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ როგორი იქნება მუსიკალური გაფორმება და რომელი ბენდი, არტისტი, თუ მომღერალი მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას. ჩვენი გუნდი საკუთარ თავზე იღებს შოუს ტექნიკური და შემოქმედებითი მხარის ორგანიზებას.

ყოველი ახალი მიუზიკლი და დადგმა ზაალ ჩიქობავასთვის და ზოგადად მთელი დასისთვის ახალი გამოწვევაა. შოუ რომ დაუვიწყარ გამოცდილებად გადაიქცეს, ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობაა საჭირო. შემოქმედებით პროცესი ყოველთვის ძალიან დატვირთულია და მასში უამრავი ხელოვანი იღებს მონაწილეობას: მუსიკოსები, მოცეკვავეები, სცენარისტები, მსახიობები, სიმღერისა და ტექსტის ავტორები, კოსტიუმების მხატვრები და ყველასთვის საყვარელი და ცნობილი სხვა ბევრი ადამიანი. ყველა მათგანი იღვწის იმისთვის, რომ სტუმარს სრულიად ახალი შოუ შესთავაზოს.

,,თეატრის” ტექნიკური აღჭურვილობა

,,თეატრის” სივრცე ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და ულტრათანამედროვე აპარატურითაა გაწყობილი. განათებისა და ხმის ხარისხი უმნიშვნელოვანესია, რომ შოუმ იდეალურად ჩაიაროს და მაყურებელმა მაქსიმალურად ისიამოვნოს ღონისძიებით.

,,თეატრის” ტექნიკური აღჭურვილობა იძლევა იმის საშუალებას, რომ აქ ნებისმიერი ტიპის კერძო წვეულება გაიმართოს - როგორც კლასიკური კონცერტი, ისე თანამედროვე წვეულება და თუნდაც DJ სეტი.

აუდიოსისტემები დარბაზის არქიტექტურის გათვალისწინებით შეირჩა. აპარატურა ისეა გადანაწილებული, რომ მაქსიმალურადაა ათვისებული სივრცე და ხმა იდეალურად ნაწილდება ყველა ზონაში.

,,თეატრი” აღჭურვილია თანამედროვე საკონცერტო line array system-ტიპის აუდიოსისტემით. გარდა იმისა, რომ ეს აპარატურა უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა, ზუსტად ესადაგება ,,თეატრის”არქიტექტურასა და მუსიკალურ კონცეფციას.

Line array system-ს მრავალი გამორჩეული ფუნქცია აქვს. ხმა რომ იდეალურად იყოს გადანაწილებული, ამისთვის შესაბამისი გაშლის კუთხეა საჭირო - მაქსიმალური ჰორიზონტალური და მინიმალური ვერტიკალური დისპერსია.

„თეატრის“ მთელი სივრცე და მათ შორის აივნები რომ ეფექტურად იყოს გახმოვანებული, ამისთვის ვიყენებთ შესაბამისი ფორმატის, „ხმამაღლა მოლაპარაკეები”.

ამ ყველაფრის ტექნიკურად გამართვას და დადგმას კი უზრუნველყოფს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი.

კერძო წვეულებაზე მორგებული ექსკლუზიური მენიუ

„თეატრი“ Dining Theatre-ს კონცეფციას ეფუძნება და შესაბამისად, ყველა ღონისძიების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ვახშამია.

„თეატრში“ კერძების ხარისხზე ისევე ვზრუნავთ, როგორც შინაარსობრივ ნაწილზე და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვახშამიც შოუს ნაწილია. ყველა წარმოდგენისთვის იქმნება უნიკალური მენიუ და მაქსიმალურად მორგებულია ღონისძიების შინაარსს.

სივრცის დასაჯავშნად და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 32 2 88 88 00.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80