ალექს ნათაძე - ,,თეატრის" ბრენდ შეფი

სჰიდა.png

თეატრში“ გასტრონომიულ მხარეს ახალგაზრდა და იმპროვიზაციის უნარით დაჯილდოებული ბრენდ-შეფი, ალექს ნათაძე ხელმძღვანელობს. ალექსი და მზარეულთა გუნდი ყოველი ღონისძიებისთვის უნიკალურ მენიუს ქმნიან და კერძებს შოუს სპეციფიკას უსადაგებენ. თითოეული კერძი შოუს ნაწილი ხდება. ამიტომაც, ნებისმიერი პერფორმანსის დაგეგმვაში ბრენდ-შეფი და მზარეულთა დიდი გუნდიც მაქსიმალურად ჩართულია. ასე იქცევა ხემსი, აპეტაიზერი, მთავარი კერძი და დესერტი „თეატრის“ თითოეული ღონისძიების ხასიათის, სტილისა და ჟანრის ნაწილად.

რამდენად რთული გამოწვევა იყო თქვენთვის ტრადიციული კულინარიიდან ,,თეატრის’’ ექსპერიმენტულ სივრცეში გადმოსვლა და სრულიად განსხვავებულ კერძებზე მუშაობა?

ვიტყოდი, რომ უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოწვევა იყო, რადგან როგორც თავად აღნიშნეთ, სრულიად განსხვავებული კონცეფციაა და განსხვავებული მიმართულებით გვიწევს მუშაობა. ეს სივრცე მეტად გვაძლევს ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობას, რაც საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის და ამ ყველაფერს ერთგვარ ეშხს მატებს. ვფიქრობ, სტუმრებს ბევრი სიახლე შევთავაზეთ და მომავალშიც უამრავს შევთავაზებთ.

,,Dining Theatre’’ კონცეფცია საქართველოსთვის აქამდე უცხო იყო, ელოდით, რომ მაყურებელი, ასე მალე მიიღებდა და შეიყვარებდა ,,თეატრს’’? ზოგადად მაყურებლის გამოხმაურება როგორია, რა აღაფრთოვანებთ, თუნდაც თქვენთან პირად საუბრებში?

ეს არის ხალხისთვის ორი საყვარელი მიმართულების გაერთიანება, გასტრონომიისა და სანახაობის, ამიტომაც არ გამკვირვებია, რომ ხალხმა დადებითად მიიღო. რა თქმა უნდა თავიდან იყო გაოცება, გაურკვევლობა, რადგან სავახშმო თეატრი სრულიად ახალი მიმართულებაა ჩვენი საზოგადოებისთვის, ამიტომაც ხალხი უფრო დიდი ინტერესით დაგვაკვირდა, რამაც ჩვენი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაზარდა, მაგრამ ვთვლი, რომ თავი ამ გამოწვევას წარმატებით გავართვით.



როგორ შეხვდნენ ,,თეატრის’’ სტუმრები ექსპერიმენტულ გასტრონომიას?

სიახლე ყოველთვის საინტერესოა, ექსპერიმენტები ხალხს იზიდავს, მაგრამ ყველაზე საინტერესოა, რომ ქართული ტრადიციული გემოები ძალიან კარგად არის შეთამაშებული ახალ გემოებთან, რაც საბოლოოდ ქმნის იმ სახეცვლილ კერძებს, რომელთა დაგემოვნებაც შეუძლიათ ჩვენთან მოსულ სტუმრებს.

მრავალფეროვანი ვეგანური მენიუ საქართველოში ბევრ სივრცეში არაა ხელმისაწვდომი, რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ ვეგანური სეტი?

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსურველს შეეძლოს ჩვენთან სტუმრობა და დაბრკოლებას არ უქმნიდეს ის ფაქტი, რომ მისთვის სასურველი კერძების დაგემოვნებას ვერ შეძლებს. იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით ძალიან ბევრი ადამიანი არის ვეგანი, მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა ისეთი სეტი, რომელიც მორგებული იქნებოდა მათზე და ისეთივე მრავალფეროვანი არჩევანი ექნებოდათ, როგორიც აქვთ ტრადიციული კერძების მოყვარულებს.

დარბაზი 400-მდე სტუმარზეა გათვლილი, როგორ ახერხებთ მზარეულთა გუნდი ეფექტურად მოემსახუროთ თითოეულ სტუმარს?

როგორც თავად აღნიშნეთ ეს დარბაზი სტუმრების დიდ რაოდენობაზეა გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძები პორციულად ამდენივე ადამიანზე უნდა განაწილდეს. ეს მუშაობის განსხვავებულ პრინციპს მოითხოვს, თუმცა, პროცესს დიდი ადრენალინი ახლავს და უზომოდ საინტერესოა როგორც ჩემთვის, ისე ჩემი გუნდისთვის.

ერთი კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოს ,,თეატრის’’ შოუზე მოსულმა სტუმარმა?

ასე კონკრეტულად ვერ გეტყვით, რადგან ყველა შოუსთვის ინდივიდუალური სეტი და კერძები იქმნება. ყოველთვის ვცდილობ რომ სანახაობა და გასტრონომია ერთმანეთს ავსებდეს, ისეთი სინთეზი შეიქმნას, რომ არათუ ცალ-ცალკე ამბად, არამედ ერთ მთლიანობად იკვრებოდეს, რადგან თეატრში გასტრონომიაც შოუს ნაწილია.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80