ხშირად დასმული კითხვები

shida.png

რას ნიშნავს ,,Dining Theatre”?

,,Dining Theatre”, ანუ წარმოდგენა ვახშმით, უნიკალური კონცეფციაა, რომელიც მე-20 საუკუნის ამერიკაში იღებს სათავეს. ,,Dining Theatre” ჰარმონიულად აერთიანებს ცოცხალ შოუსა და გასტრონომიულ კულტურას. ეს არის ადგილი, სადაც სტუმარს კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება და გემრიელი კერძების დაგემოვნება ერთდროულად შეუძლია.

რა სახის მენიუ გაქვთ?

,,თეატრის” მენიუ სამ მიმართულებად იყოფა: სპეციალურად მიუზიკლებისთვისა და სხვადასხვა შოუებისთვის შერჩეული კერძები, თეატრის, როგორც რესტორნის ტრადიციული მრავალფეროვანი სელექცია და კორპორაციული/დახურული წვეულებებისთვის შედგენილი სია.

,,თეატრის” მენიუზე ბრენდ-შეფი ალექს ნათაძე და პროფესიონალთა გუნდი მუშაობას. მენიუ კონცეფციასთან თანხვედრაშია და ზუსტად ერგება პერფორმანსის იდეას. ღონისძიების დაგეგმვის პროცესში აქტიურადაა ჩართული ბრენდ-შეფი და მზარეულთა გუნდი. შესაბამისად, ყოველი ახალი შოუსთვის უნიკალური მენიუ იქმნება.

შემიძლია თავად ავირჩიო კერძები?

წარმოდგენაზე ბილეთის შეძენისას თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სტანდარტული ან ვეგანური მენიუ.

შედის თუ არა ვახშამი ღონისძიებაზე ბილეთის საფასურში?

Გააჩნია რა სახის ღონისძიება მიმდინარეობს. მიუზიკლებზე ბილეთის თანხაში ვახშამიც შედის, თუმცა არის კონცერტები, როდესაც წინასწარ მხოლოდ ბილეთს ყიდულობთ, კაბარეს დღეებზე წინასწარ არც ბილეთის ყიდვა და ზოგადად, არანაირი თანხის გადახდა არ არის საჭირო. ორივე შემთხვევაში ცალკე უკვეთავთ თქვენთვის სასურველ კერძებს

შესაძლებელია კორპორაციული წვეულების, ქორწილისა და სხვა დახურული ღონისძიების გადახდა თქვენთან და გაქვთ თუ არა რაიმე სახის შეთავაზება?

თეატრში შესაძლოა გაიმართოს: კორპორაციული საღამო, ბრენდის პრეზენტაცია, ქორწილი, ტრენინგი/კონფერენცია, დაბადების დღე და სხვა დახურული წვეულება.

უზრუნველყოფთ მის ორგანიზებას?

დიახ, ჩვენი გუნდი მზადაა დააორგანიზოს ნებისმიერი ტიპის წვეულება.

იგეგმება ქართული მიუზიკლის დადგმა?

ქართული მიუზიკლი აუცილებლად იქნება! დაველოდოთ სიახლეებს.

მხოლოდ სპექტაკლის ნახვა შესაძლებელია?

არა. ,,თეატრის” მრავალფუნქციურ სივრცეში ტარდება სხვადასხვა ტიპის წვეულებები - მიუზიკლი, კაბარეს დღეები, მუსიკალური შოუ და ა.შ.


შემიძლია დაბადების დღე აღვნიშნო თქვენთან?

დიახ, შეგიძლიათ.


გასტროლებს გეგმავთ?

2023 წლის ზაფხულში ჩვენი დასი გასტროლებზე ქუთაისსა და ბათუმს ესტუმრა. გასული წლის შემდეგ მოთხოვნა ძალიან დიდია, რომ მიუზიკლი ,,ჩიკაგოც” წარვადგინოთ საქართველოს სხვა ქალაქში. ძალიან გვინდა გავახაროთ ჩვენი მომხმარებელი და სწორედ ამიტომ დავიწყეთ 2024 წლის გასტროლებზე ფიქრი და მუშაობა.

შემიძლია მოვხვდე თქვენს დასში?

,,თეატრი” ეტაპობრივად აცხადებს კასტინგს მსახიობების, მომღერლებისა თუ მოცეკვავეებისთვის. თვალი ადევნეთ ჩვენს Facebook გვერდს: თეატრი •Theatre და კასტინგის დაანონსების შემთხვევაში აუცილებლად მობრძანდით.


როგორ და სად შევიძინო თქვენს ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთები?

,,თეატრის” ბილეთები ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეიძინოთ Teatri.ge-ზე. პირველ რიგში, უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებსაიტზე. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, გადახვალთ სასურველ ღონისძიებაზე, სადაც დაგხვდებათ ვირტუალური რუკა, რომელიც სივრცის უკეთ აღქმაში და სასურველი მაგიდის შერჩევაში დაგეხმარებათ.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80