როგორ შევიძინოთ "თეატრის" ბილეთები ონლაინ

teatris-biletebi-onlain.webp

თეატრის ბილეთები ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეიძინოთ Teatri.ge-ზე. E-commerce პლატფორმა მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის გამოცდილებაზე და ბილეთის შეძენა საკმაოდ მარტივია.

პირველ რიგში, უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებსაიტზე. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, გადახვალთ სასურველ ღონისძიებაზე, სადაც დაგხვდებათ ვირტუალური რუკა, რომელიც სივრცის უკეთ აღქმაში და სასურველი მაგიდის შერჩევაში დაგეხმარებათ.


ადგილების არჩევის შემდეგ, მარჯვნივ გამოჩნდება “აირჩიეთ მენიუ” ღილაკი და მონიშნავთ სასურველ სეტს. თეატრის მენიუ ბრენდ შეფისა და მზარეულთა გუნდის მიერ დგება ღონისძიების შესაბამისად. ამ შემთხვევაში, სპეციალურად “ჩიკაგოსთვის” ორგვარი სეტი შეიქმნა - სტანდარტული და ვეგანური.

გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ შეიძინოთ თეატრის ბილეთები და დაჯავშნოთ მაგიდები, E-commerce პლატფორმაზე ასევე მოცემულია ღონისძიებების კალენდარი, კორპორაციული შეთავაზებები, ბლოგები და სიახლეები.

Teatri.ge-ის ტექნიკურ მხარეზე მუშაობისას გავითვალისწინეთ საერთაშორისო სტანდარტები. თანამედროვე მიდგომების დამსახურებით პლატფორმა გამართულად მუშაობს და რაც მთავარია, მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხოა.

საიტი Mobile Friendly გახლავთ და ის შეუფერხებლად ადაპტირდება სხვადასხვა ზომისა და რეზოლუციის ეკრანებზე. შესაბამისად, საიტზე ნავიგაცია ძალიან კომფორტულია მობილური მოწყობილობებიდან და ბილეთების შეძენაც უპრობლემოდ შეგიძლიათ.

ჩვენი მიზანი იყო თეატრის ბილეთების ყიდვა და მაგიდების დაჯავშნა მაქსიმალურად გაგვემარტივებინა, ამიტომ ავირჩიეთ ისეთი დიზაინი და სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელიც სამიზნე აუდიტორიას მოერგებოდა. საბოლოოდ შევჯერდით მარტივ და მინიმალისტურ დიზაინზე.

რიგ ღონისძიებებზე ბილეთების გაყიდვა არ ხდება. ამ შემთხვევაში მაგიდის დასაჯავშნად და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 88 88 80 და დეტალურად გაგაცნობთ.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80