მიუზიკლი ჩიკაგო საქართველოშია! – იმოგზაურეთ გასული საუკუნის ამერიკაში, გემრიელი ვახშმის თანხლებით!

სჰიდა.png

შთამ­ბეჭ­და­ვი სცე­ნა და „თე­ატ­რი“, ცო­ცხლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი და და­უ­ვი­წყა­რი ქო­რე­ოგ­რა­ფია, ვარ­სკვლა­ვუ­რი დასი, სა­ო­ცა­რი კოს­ტი­უ­მე­ბი და სა­უ­ცხოო კერ­ძე­ბი. „თე­ატ­რის“ სე­ზო­ნი ლე­გენ­და­რუ­ლი მი­უ­ზიკ­ლით „ჩი­კა­გო­თი“ გა­იხ­სნა!

„ჩი­კა­გოს“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ლი­ცენ­ზია „წის­ქვი­ლი ჯგუფ­მა“ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი კომ­პა­ნია CONCORD THEATRICALS-სგან შე­ი­ძი­ნა. „ჩი­კა­გოს“ წარმდგე­ნი და სპონ­სო­რია „არქი“, ლი­დე­რი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მხარს უჭერს ახალ და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებს.
„თე­ატრმა“ „ჩი­კა­გოს“ სა­ხით კი­დევ ერთი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ეს საკ­მა­ოდ კომ­პლექ­სუ­რი მი­უ­ზიკ­ლია, რომ­ლის დად­გმა­შიც ჩვენ­მა პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დმა დიდი შრო­მა ჩადო. სა­ბო­ლო­ოდ კი შევ­ძე­ლით, მისი ყვე­ლა დე­ტა­ლი მა­ღა­ლი ხა­რის­ხით შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა – სცე­ნა­რით, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ი­თა და მუ­სი­კით და­წყე­ბუ­ლი, კოს­ტი­უ­მე­ბით, გა­ნა­თე­ბი­სა და შე­სა­ფე­რი­სი ატ­მოს­ფე­როს შექ­მნით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. გვი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი შრო­მის ნა­ყო­ფი მა­ყუ­რე­ბელ­მა უკვე იხი­ლა და და­დე­ბი­თი უკუ­კავ­ში­რიც მოგ­ვცა“, – ამ­ბობს „თე­ატ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და „ჩი­კა­გოს“ დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი, ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა.

„ჩი­კა­გო“ მწვა­ვე სა­ტი­რაა, რო­მელ­შიც კარ­გად აი­სა­ხე­ბა იმ ეპო­ქის კულ­ტუ­რა – კო­რუფ­ცია, კრი­მი­ნა­ლი, „სის­ხლი­სა“ და სა­ნა­ხა­ო­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი მე­დია. ამას­თან ერ­თად, მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ქა­ლე­ბის ის­ტო­რია ჯა­ზის აღ­ზე­ვე­ბი­სა და გენ­დერუ­ლი რო­ლე­ბის გა­და­აზ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ვი­თარ­დე­ბა. ამი­ტომ „ჩი­კა­გო“ არა მხო­ლოდ შოუა, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­ზე და­უ­ვი­წყარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს, არა­მედ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბის ეპო­ქის გაც­ნო­ბის, მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და, შე­საძ­ლოა, დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც“, – ამ­ბობს „ჩი­კა­გოს“ ქარ­თუ­ლი ტექ­სტის ავ­ტო­რი და სცე­ნა­რის­ტი, თეა ყიფ­ში­ძე.

„თე­ატ­რის“ ხშირ­მა სტუმ­რებ­მა უკვე კარ­გად იცი­ან, რომ თი­თო­ე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნის­თვის ვახ­შა­მი სა­გულ­და­გუ­ლოდ, სპე­ცი­ა­ლუ­რად შოუს ხა­სი­ა­თი­სა და ჟან­რის მი­ხედ­ვით იქ­მნე­ბა. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც „ჩი­კა­გოა“, შე­სა­ბა­მი­სად, მის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბიც ისე­თი­ვე შთამ­ბეჭ­და­ვი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც თა­ვად შოუ.

„ჩვე­ნი მე­ნი­უს პირ­ვე­ლი სე­ტის აპე­ტა­ი­ზე­რი ორა­გუ­ლის ხვე­უ­ლია, რო­მე­ლიც კარ­გად გა­მო­ხა­ტავს წარ­მოდ­გე­ნის ხა­სი­ათს. მას­ში იგ­რძნო­ბა სიმ­ჟა­ვეც, სიმ­ლა­შეც და გე­მო­ე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ფონს ქმნის, აქვს ხრა­შუ­ნა ტექ­სტუ­რა და მო­ლე­კუ­ლუ­რი გას­ტრო­ნო­მი­ის დე­ტა­ლებს შე­ი­ცავს“, – ამ­ბობს „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ ბრენდ შეფი, ალექს ნა­თა­ძე.

ვახ­შამ­ზე სტუმ­რებს გა­უ­მას­პინ­ძლდნენ ხემ­სით, აპე­ტა­ი­ზე­რით, მთა­ვა­რი კერ­ძი­თა და დე­სერ­ტით. ნელი მომ­ზა­დე­ბის ხბოს ხორ­ცი, ბად­რიჯ­ნის გი­ო­ზა, შე­ბო­ლი­ლი გოგ­რის პი­უ­რე, ნიგვზის ქრამ­ბლი ვა­სა­ბით – მი­უ­ზიკლ „ჩი­კა­გოს“ მა­ყუ­რე­ბე­ლი „თე­ატ­რში“ ამ და სხვა უცხო გე­მო­ე­ბის გა­სინ­ჯვას შეძ­ლებს. ამას­თან, მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ არ­ჩე­ვა­ნი ვე­გა­ნურ მე­ნი­უ­ზე გა­ა­კე­თონ, რო­მე­ლიც, ასე­ვე, ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბი­თა და უნი­კა­ლუ­რი გე­მო­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „თე­ატ­რი“ სტუმ­რებს ახალ სე­ზონ­ზე, შთამ­ბეჭ­და­ვი წარ­მოდ­გე­ნე­ბის გარ­და, სხვა სი­ახ­ლე­ებ­საც შეს­თა­ვა­ზებს. სულ მალე მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ სივ­რცე­ში კა­ბა­რე-რეს­ტო­რა­ნიც გა­იხ­სნე­ბა.

„28 სექ­ტემ­ბრი­დან „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ „თე­ატ­რში“ სტუმ­რებს კა­ბა­რე-რეს­ტო­რა­ნიც დახ­ვდე­ბათ, სა­დაც მსურ­ვე­ლებს ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მი­ვი­ღებთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში არ არის სა­ჭი­რო ბი­ლე­თის შე­ძე­ნა, საკ­მა­რი­სია უბ­რა­ლოდ და­ჯავ­შნოთ მა­გი­და და ად­გი­ლი. თქვენ შეძ­ლებთ სა­სურ­ვე­ლი კერ­ძე­ბის შეკ­ვე­თას, ჩვენ კი სცე­ნა­ზე ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და გა­სარ­თობ წარ­მოდ­გე­ნებს და­გახ­ვედ­რებთ“, – ამ­ბობს „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა „ჩი­კა­გოს“, მის ნახ­ვას წლის ბო­ლომ­დე 6, 24 ოქ­ტომ­ბერს, ასე­ვე, 7, 21 ნო­ემ­ბერ­სა და 5 დე­კემ­ბერს შეძ­ლებთ. სულ მალე კი, ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა 2024 წლის კა­ლენ­და­რიც

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80