თეატრი – წისქვილი ჯგუფის ახალი მულტიფუნქციური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა

interieri.png

25 ნოემბერს „წისქვილი ჯგუფის“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე – „თეატრი“ გაიხსნა.

The Show – ასე ჰქვია პირველ წარმოდგენას, რომელსაც სივრცემ უმასპინძლა. დადგმაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საოპერო მომღერლებმა და საბალეტო დასმა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმაანსამბლმა, „აფხაზეთმა“ და ხელოვნების სფეროს სხვა გამორჩეულმა წარმომადგენლებმა. წარმოდგენის სამხატვრო ხელმძღვანელი ზაალ ჩიქობავა, მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზრაჭველი, ბრენდ შეფი კი ალექს ნათაძეა.

The Show-ს 400-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. წარმოდგენის პარალელურად მათგაუმასპინძლდნენ ვახშმითაც, რომლისთვისაც კერძები „თეატრის“ ბრენდ შეფის, ალექს ნათაძის ხელმძღვანელობით სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა. დეკემბრიდან ბილეთების გაყიდვაც დაიწყება და მასზე დასწრებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ბილეთში ავტომატურად შედის წარმოდგენისთვის შექმნილი მენიუ.

„თეატრი“ მოწვევის პრინციპზე იმუშავებს. შემოქმედებით ჯგუფებს შეეძლებათ სივრცე თეატრალური დადგმებისთვის, საოპერო თუ საბალეტო წარმოდგენებისთვის, შოუებისთვის, კონცერტებისთვის, გამოფენებისთვის და სხვა კულტურული ღონისძიებებისთვის გამოიყენონ. აქ,ასევე, შესაძლებელია გაიმართოს კორპორაციული საღამოები, დაჯილდოების ცერემონიალები, პრეზენტაციები, ისეთი დახურული ღონისძიებები, როგორებიცაა ქორწილი, დაბადების დღე და სხვა. ვახშამზე კი „თეატრის“ სამზარეულო იზრუნებს და მენიუს ღონისძიების თემატიკის მიხედვითშექმნის.

ახალი მულტიფუნქციური სივრცე – „თეატრი“ ბელიაშვილის ქუჩაზე, სარესტორნო კომპლექს „წისქვილის“ გვერდით მდებარეობს. ის უკვე ღიაა სტუმრებისა და დაინტერესებული პირებისთვის.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80