Welcome to Georgia • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2024

საიტის-ბლოგი.png

2024 წლის ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე, “Concept Restaurant of the Year 2024” კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ „თეატრმა" გაიმარჯვა.

უკვე 23 წელია, „წისქვილი ჯგუფი“ წარმოადგენს პრემიუმ კლასის სარესტორნო ბიზნესსა და ამ სფეროს ლიდერს საქართველოში. ჯგუფი აერთიანებს განსაკუთრებული კონცეფციის სარესტორნო სივრცეებს, რომლებიც გამოირჩევა ქართული გასტრონომიული ტრადიციების, მაღალი ხარისხისა და ინოვაციების შერწყმით.

თეატრი“ განსაკუთრებული და განსხვავებული პროექტია, მულტიფუნქციური პავილიონი, რომელმაც საქართველოში სრულიად ახალი და გამორჩეული კონცეფცია შექმნა. ის პირველად ამიერკავკასიაში ახორციელებს უნიკალურ SHOW & DINNER კონცეფციას.

ამავდროულად, „თეატრი“ ტურისტებისთვის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ქართულ კულტურასა და გასტრონომიას გაეცნონ ერთდროულად.

წისქვილი ჯგუფის “თეატრი” უკვე მეორე წელია მონაწილეობას იღებს Welcome to Georgia, ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე კონცეპტუალური რესტორნის კატეგორიაში და ინარჩუნებს გამარჯვებულის სტატუსს.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც 2015 წლიდან აღნიშნავს და ახალისებს ხარისხისა და ინოვაციების წარმატებულ დანერგვას საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში.

„თეატრმა“ ხელი შეუწყო ახალი ჟანრის დაბადებას საქართველოში. ეს სივრცე გადაიქცა ქართველი და უცხოელი მაყურებლის საყვარელ ადგილად, სადაც თითოეული სტუმარი თავის მოგონებებს ერთ განსაკუთრებულ ბოჰემურ თავგადასავალსაც ჰმატებს.

კონცეფცია, რომელიც „წისქვილი ჯგუფმა“ პირველად გააცოცხლა საქართველოში, უნიკალური შერწყმაა შოუს, გასტრონომიისა და სერვისის. თითოეული კომპონენტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.


  ქორწილის/კორპორაციულის/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 577 00 08 88