„თეატრი“ უკვე მესამედ გახდა „Concept Restaurant of the Year“ ტიტულის მფლობელი
Welcome to Georgia • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2025
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Concept Restaurant of the Year 2025“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ „თეატრმა“ კვლავ გაიმარჯვა. საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.
უკვე 24 წელია, „წისქვილი ჯგუფი“ პრემიუმ კლასის სარესტორნო ბიზნესი და სფეროს ლიდერია საქართველოში. ჯგუფი აერთიანებს განსაკუთრებული კონცეფციის სარესტორნო სივრცეებს, სადაც ქართული გასტრონომია, ტრადიციები, თანამედროვეობა და მაღალი ხარისხი ერთმანეთს ერწყმის.
„თეატრი“ განსაკუთრებული და განსხვავებული პროექტია. მულტიფუნქციური პავილიონი, რომელიც სრულიად ახალ და გამორჩეულ კონცეფციას ქმნის საქართველოში და არა მარტო. „თეატრი“ ერთადერთი სივრცეა ამიერკავკასიაში, რომელიც SHOW & DINNER კონცეფციას ახორციელებს, მან ხელი შეუწყო ახალი ჟანრის დაბადებას.
ქართველი სტუმრებისთვის ის დიდი ხანია, საყვარელ ადგილად იქცა. თუმცა „თეატრი“ ტურისტებისთვისაც უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ქართულ კულტურას და გასტრონომიას ერთდროულად გაეცნონ.
წისქვილი ჯგუფის “თეატრი” უკვე მესამე წელია მონაწილეობას იღებს Welcome to Georgia, ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე კონცეპტუალური რესტორნის კატეგორიაში და ლიდერობას არ თმობს.
კონცეფცია, რომელიც პირველად „წისქვილი ჯგუფმა“ განახორციელა საქართველოში, შოუს, გასტრონომიისა და სერვისის უნიკალური შერწყმაა. სამივე კომპონენტი თანაბრად მნიშვნელოვანია, სწორედ ამ ინოვაციამ მოუტანა „თეატრს“ მესამე გამარჯვება.

ქორწილის/კორპორაციულის/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 577 00 08 88