"წისქვილის თეატრის" მორიგი პრემიერა - მუსიკალური კომედია "ჭირვეულის მორჯულება ანუ Felicità"

საიტის-ბლოგი.webp

თბი­ლი­სის კულ­ტუ­რულ და გას­ტრო­ნო­მი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში „წის­ქვი­ლის თე­ატრმა“ სრუ­ლი­ად ახა­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტყვა თქვა. ეს არ არის უბ­რა­ლოდ სივ­რცე, სა­დაც შოუს შო­რი­დან ადევ­ნებ თვალს, ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვად ხდე­ბა დიდი დღე­სას­წა­უ­ლის ნა­წი­ლი. Dining Theatre-ის უნი­კა­ლუ­რი კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც დახ­ვე­წილ გას­ტრო­ნო­მი­ა­სა და მა­ღა­ლი დო­ნის სას­ცე­ნო ხე­ლოვ­ნე­ბას აერ­თი­ა­ნებს, ყო­ველ ჯერ­ზე ახერ­ხებს სტუმ­რე­ბის გა­ო­ცე­ბას.

ქარ­თუ­ლი თუ ბროდ­ვე­ის მი­უ­ზიკ­ლე­ბი­სა შემ­დეგ „თე­ატ­რი“ მზად არის სე­ზო­ნის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი და მხი­ა­რუ­ლი პრე­მი­ე­რის­თვის. ამ­ჯე­რად, სცე­ნა იტა­ლი­ურ ტემ­პე­რა­მენტს, უკ­ვდავ მე­ლო­დი­ებ­სა და მა­რა­დი­ულ სიყ­ვა­რულს და­ეთ­მო­ბა. 16, 17 და 18 ივ­ნისს მა­ყუ­რე­ბე­ლი იხი­ლავს მუ­სი­კა­ლურ კო­მე­დი­ას 3 ნა­წი­ლად - „ჭირ­ვე­უ­ლის მორ­ჯუ­ლე­ბა ანუ Felicità“. პრე­მი­ე­რის შემ­დეგ კი მი­უ­ზიკ­ლის ხილ­ვა "თე­ატ­რში“ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ეძ­ლე­ბა სტუმ­რებს სპე­ცი­ა­ლუ­რად და­გეგ­მილ თა­რი­ღებ­ში, ხოლო ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნას შეძ­ლე­ბენ სა­ი­ტი­დან: teatri.ge


უი­ლი­ამ შექ­სპი­რის „ჭირ­ვე­უ­ლის მორ­ჯუ­ლე­ბა“ მსოფ­ლიო დრა­მა­ტურ­გი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პი­ე­საა. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ის 100-მდე ენა­ზე გა­თა­მაშ­და და ათა­სო­ბით ვერ­სი­ად მო­ევ­ლი­ნა მა­ყუ­რე­ბელს. თუმ­ცა, კო­მე­დი­ის მო­ტი­ვებ­ზე შექ­მნი­ლი ერ­თა­დერ­თი სა­კულ­ტო მი­უ­ზიკ­ლი აქამ­დე 1948 წელს ბროდ­ვე­ი­ზე დად­გმუ­ლი „მა­კო­ცე, ქეით“ (Kiss Me, Kate) იყო.

„წის­ქვი­ლის თე­ატ­რი“ კი სრუ­ლი­ად ექ­სკლუ­ზი­ურ, თვი­სობ­რი­ვად ახალ ვერ­სი­ას გვთა­ვა­ზობს. სპექ­ტაკ­ლის იდე­ი­სა და ინ­სცე­ნი­რე­ბის ავ­ტო­რებ­მა ზაალ ჩი­ქო­ბა­ვამ და თეა ყიფ­ში­ძემ, შექ­სპი­რი­სე­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბი ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი, კას­ტე­ლა­ნო­სა და პი­პო­ლოს ლე­გენ­და­რუ­ლი იტა­ლი­უ­რი ფილ­მის (ად­რი­ა­ნო ჩე­ლენ­ტა­ნო­სა და ორ­ნე­ლა მუ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით) მო­ტი­ვებ­ზე შექ­მნეს.

‘’აქ დრო და ეპო­ქა თით­ქოს წაშ­ლი­ლია. მე-16 სა­უ­კუ­ნი­დან დღემ­დე, ყვე­ლა ერთ რა­მეს, სიყ­ვა­რულს ეძებს. და ამ ძი­ე­ბა­ში ყვე­ლა ჭირ­ვე­უ­ლი ხდე­ბა: მთა­ვა­რი გმი­რე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ერთი პა­ტა­რა იტა­ლი­უ­რი სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.“ - ამ­ბობს თეა ყიფ­ში­ძე.

„ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო შეგ­ვექ­მნა მი­უ­ზიკ­ლი, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან სიყ­ვა­რუ­ლის, იუ­მო­რი­სა და მუ­სი­კის სამ­ყა­რო­ში გა­და­იყ­ვან­და. შექ­სპი­რის უკ­ვდა­ვი ის­ტო­რია და ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი იტა­ლი­უ­რი კი­ნოს ატ­მოს­ფე­რო ერ­თმა­ნეთს ისე და­ვა­კავ­ში­რეთ, რომ მა­ყუ­რებ­ლის­თვის ახ­ლო­ბე­ლი, ემო­ცი­უ­რი და ძა­ლი­ან ცო­ცხა­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა ყო­ფი­ლი­ყო.

„ჭირ­ვე­უ­ლის მორ­ჯუ­ლე­ბა ანუ Felicità“ არის ამ­ბა­ვი ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც სიყ­ვა­რუ­ლის პოვ­ნამ­დე სა­კუ­თარ თავ­თან ბრძო­ლას გა­დი­ან. სწო­რედ ამი­ტომ მგო­ნია, რომ ეს ის­ტო­რია არა­სო­დეს კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. მი­უ­ზიკლში ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბა თე­ატ­რი, მუ­სი­კა, ცეკ­ვა, იუ­მო­რი და ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენერ­გია, რო­მე­ლიც იტა­ლი­ურ კულ­ტუ­რას ახა­სი­ა­თებს.

მი­ხა­რია, რომ „წის­ქვი­ლის თე­ატ­რი“ მა­ყუ­რე­ბელს კი­დევ ერთ სრუ­ლი­ად ახალ გა­მოც­დი­ლე­ბას სთა­ვა­ზობს, წარ­მოდ­გე­ნას, სა­დაც სცე­ნა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი, ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა და გას­ტრო­ნო­მია ერთ დიდ დღე­სას­წა­უ­ლად ერ­თი­ან­დე­ბა. ვფიქ­რობ, „Felicità“ სწო­რედ ის სი­ტყვაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ზუს­ტად გა­მო­ხა­ტავს ამ სა­ღა­მოს მთა­ვარ ემო­ცი­ას ბედ­ნი­ე­რე­ბას.“ - ამ­ბობს დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა.

მი­უ­ზიკ­ლის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი არი­ან : ჯი­უ­ტი, უც­ნა­უ­რი იტა­ლი­ე­ლი ფერ­მე­რი ელია სორ­ჩი­ნე­ლი და მდი­და­რი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ლიზა არ­მა­ნი. მათ რო­ლებს ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი და თი­ნა­თინ წუ­ლა­ძე ას­რუ­ლე­ბენ. სცე­ნა­ზე ნამ­დვი­ლი ნა­პერ­წკლე­ბი ინ­თე­ბა, თუმ­ცა მთა­ვა­რი კი­თხვა ღიად რჩე­ბა: ვინ უფრო ჭირ­ვე­უ­ლია, ქალი თუ კაცი და ვინ ვის მო­არ­ჯუ­ლებს?

მა­ყუ­რე­ბელს წინ ელო­დე­ბა შეხ­ვედ­რა მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძეს­თან (მამი), ანა ქურ­თუ­ბა­ძეს­თან (რე­ნა­ტა), ან­დრია გვე­ლე­სი­ან­თან (ვი­ტო­რიო), ალექ­სან­დრე ბე­გა­ლიშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა უი­ლი­ამ შექ­სპი­რი­სა და დონ ჩი­რი­ლოს როლ­ში, და ასე­ვე სხვა უნი­ჭი­ე­რეს მსა­ხი­ო­ბებ­თან, მომ­ღერ­ლებ­თან და მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­თან.

წარ­მოდ­გე­ნა გა­ჯე­რე­ბუ­ლია ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბით, ენერ­გი­უ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ით, რო­მელ­ზეც გი­ორ­გი ტო­რი­აშ­ვილ­მა იმუ­შა­ვა და, რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლი იტა­ლი­უ­რი ჰი­ტე­ბით, რო­მელ­თა ქარ­თუ­ლი ტექ­სტე­ბი ირი­ნა სა­ნი­კი­ძე­სა და თეა ყიფ­ში­ძეს ეკუთ­ვნით, ხოლო ვო­კალ­ზე თა­მუ­ნა არჩვა­ძემ იმუ­შა­ვა.

„წის­ქვი­ლის თე­ატ­რში“ წარ­მოდ­გე­ნა მხო­ლოდ სცე­ნით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. მი­უ­ზიკ­ლის ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლია სა­გან­გე­ბოდ ამ სა­ღა­მოს­თვის შექ­მნი­ლი მე­ნიუ, რო­მელ­ზეც ბრენდ შეფ­მა ალექს ნა­თა­ძემ იზ­რუ­ნა. იტა­ლი­უ­რი ტემ­პე­რა­მენ­ტი და გე­მო­ე­ბი სუფ­რა­ზეც გა­და­ი­ნაც­ვლებს, რაც სტუმ­რე­ბის­თვის სრულ­ყო­ფი­ლი ეს­თე­ტი­კუ­რი და გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა იქ­ნე­ბა.

„მუ­სი­კა­ლუ­რი კო­მე­დია „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ მხარ­და­ჭე­რით შე­იქ­მნა, პრო­ექ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი კი ვის­კი „ჩი­ვას რე­გა­ლი“ (Chivas Regal) და მეღ­ვი­ნე­ო­ბა „გუ­რე­მა­ნი“ არი­ან.“ მი­უ­ზიკ­ლის მე­დია პარ­ტი­ო­რია "პა­ლიტ­რა მე­დია ჯგუ­ფი“.

თუ გსურთ გა­ი­გოთ, რას იტყო­და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ვად უი­ლი­ამ შექ­სპი­რი, რო­გორ სრულ­დე­ბა ჭირ­ვე­უ­ლე­ბის ბრძო­ლა და იგ­რძნოთ, რას ნიშ­ნავს ნამ­დვი­ლი Felicità, მა­შინ 16, 17, 18, 30 ივ­ნისს, ასე­ვე 9 და 14 ივ­ლისს „თე­ატრს“ უნდა ეწ­ვი­ოთ. შემ­დეგ კი სე­ზო­ნი სექ­ტემ­ბრი­დან გა­ნახ­ლდე­ბა.

არ გა­მო­ტო­ვოთ წლის ყვე­ლა­ზე მუ­სი­კა­ლუ­რი, გემ­რი­ე­ლი და მხი­ა­რუ­ლი პრე­მი­ე­რა -ჭირ­ვე­უ­ლე­ბი უკვე გე­ლო­დე­ბი­ან!

ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად: Teatri.ge

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის: 577 000 888

  ქორწილის/კორპორაციულის/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 577 00 08 88