წისქვილის თეატრისა და Ria bid-ის პარტნიორობით, შოუსა და ვახშმის თანხლებით პირველი არტ აუქციონი გაიმართება
წისქვილი ჯგუფის „თეატრისა“ და რია ქებურიას სახელოვნებო სივრცე Ria Bid-ის კოლაბორაციის შედეგად, პირველი ლაივ აუქციონი გაიმართება, რომელსაც სრულიად განსხვავებული ფორმატი ექნება.
მულტიფუნქციურ სივრცე „თეატრში“ ღონისძიება 28 ოქტომბერს შედგება და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა გამორჩეული თანამედროვე მხატვრების ფერწერული ნამუშევრები შეიძინონ. აუქციონში მონაწილე მხატვრები არიან: ტატო ახალკაციშვილი, მაკა ბატიაშვილი, თუთუ კილაძე, სოფო მამალაძე, თენგიზ სეფიაშვილი (სეფო), მაკო ლომაძე, გელა მიქავა, ლუკა ჯიქია, ნატალია ლაშხი და SALOMEYA BAUER.
აუქციონთან ერთად „თეატრის“ სტუმრებს მრავალფეროვანი და სანახაობრივი შოუ-პროგრამა ელოდებათ. ასევე, განსაკუთრებული იქნება მენიუ, რომელიც ბრენდ შეფმა სპეციალურად კაბარეს დღეებისთვის შექმნა.
დამსწრე საზოგადოება იხილავს ისეთ საცეკვაო ნომრებს, როგორებიცაა „დადგა ეს დღე“ და „არტისტი“ მიუზიკლიდან Nine, „ტანგო“ მიუზიკლიდან Moulin Rouge. ასევე, სტუმრებს წარუდგენენ ფრანგული, ესპანური, ინდური ცეკვის გამორჩეულ ნიმუშებს. საღამოს ელენე კალანდაძე და ნიკა ლომიძე გაუძღვებიან.
რია ქებურიას ფონდის მიზანი ქართული ხელოვნებისა და არტისტების ხელშეწყობა, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით მათი ნამუშევრების პოპულარიზაციაა. ფონდი 2018 წლიდან ფუნქციონირებს და მოიცავს რამდენიმე მიმართულებას. მათ შორის ერთ-ერთია ონლაინ აუქციონი Ria Bid, რომელიც ოცამდე ქართველ ხელოვანს აერთიანებს და ორიენტირებულია ქართული ხელოვნების ყიდვა-გაყიდვაზე.
„მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად, ონლაინ აუქციონი გადაინაცვლებს საჯარო სივრცეში, კერძოდ, წისქვილის „თეატრში“ და სტუმრებს საშუალება მიეცემათ, მათთვის სასურველი ნამუშევარი ადგილზე შეიძინონ“, – ამბობს რია ქებურია, Ria Bid-ის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ წისქვილი ჯგუფის „თეატრი“ პირველია, რომელმაც სივრცე მსგავსი ტიპის ღონისძიებას დაუთმო.
„მოგეხსენებათ, რომ უცხოეთში აუქციონის კულტურა საკმაოდ პოპულარულია, ხშირად ეწყობა მსგავსი ღონისძიებები, სადაც თანამედროვე ხელოვნების მოყვარულები იკრიბებიან და სიახლეებს ეცნობიან. საქართველოში ეს მიმართულება ახლა იკიდებს ფეხს. ძალიან გვიხარია, რომ წისქვილის „თეატრი“ ამ მიმართულებით პირველია და სწორედ ჩვენ ვუმასპინძლებთ თანამედროვე არტისტების ნამუშევრებს ჩვენს სივრცეში.
მინდა აღვნიშნო ისიც, რომ „თეატრში“ მუდმივად მიმდინარეობს გამოფენა-გაყიდვა ყველა შოუზე – საგამოფენო კედლებზე წარმოდგენილია პოპ აპი, რომლის შეძენაც ადგილზე შეუძლიათ ჩვენს სტუმარს“, – გვითხრა პროექტის მენეჯერმა, მარიამ საღლიანმა.
გაითვალისწინეთ, აუქციონზე დასწრება უფასოა და მხოლოდ მაგიდის წინასწარ დაჯავშნა დაგჭირდებათ, რისთვისაც უნდა დარეკოთ ნომერზე: 032 2 88 88 80, 577 000 888.
მის: ბელიაშვილის #99 , Dress code: Casual Classic
ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80