დაბადების დღე ,,თეატრში"

PElIufyTHDzp.jpg

,,თეატრის” უნიკალური სივრცე მხოლოდ ,,Dining Theatre” კონცეფციას არაა მორგებული და ჩვენი მიზანია ნებისმიერი სტილისა და ჟანრის ღონისძიება ჩავატაროთ. ,,თეატრი” ახალი იდეების, ექსპერიმენტებისა და გამოცდილების გასაზიარებლად შეიქმნა და როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი ზაალ ჩიქობავა ამბობს - იგი ყველასია და თითოეულ სტუმარს შეუძლია, თავისი წილი თეატრი იპოვოს და შეიყვაროს.

,,თეატრში” ამერიკული მიუზიკლი, ქართული კულტურული პროგრამა, კონცერტი, კორპორაციული წვეულებები, ქორწილები და კერძო წვეულებები შეიძლება ჩატარდეს.

ჩვენს სივრცეში ასევე შეგიძლიათ დაბადების დღე გადაიხადოთ. დაგვიკავშირდით ნომერზე +995 32 2 88 88 80 და ,,თეატრის” გუნდი მზადაა დაგეხმაროთ დაგეგმოთ წვეულება, რომელიც როგორც თქვენ, ისე ყველა სტუმარს დიდი ხნის განმავლობაში არ დაავიწყდება.

დაბადების დღე სრულიად განსხვავებულ სივრცეში

„თეატრის“ არქიტექტურა თავიდანვე ისე იყო ჩაფიქრებული, რომ შიდა სივრცის შეცვლა მარტივად ყოფილიყო შესაძლებელი. ნებისმიერი ღონისძიების შემთხვევაში ცენტრალური ნაწილი რა თქმა უნდა კვლავ სცენაა. სცენა მთავარი ელემენტია როგორც ნაგებობის დიზაინსა და არქიტექტურაში, ისე მის შინაარსობრივ კონცეფციაში.

„თეატრის“ მთავარი არქიტექტორი „წისქვილი ჯგუფის“დამფუძნებელი მამუკა ჩხაიძეა. მისი და არქიტექტორთა გუნდის ჩართულობით დაპროექტდა სცენა, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, „თეატრის“ ცენტრალური ნაწილია. სცენის ირგვლივ სივრცე, რომ შესაძლებელია ღონისძიების შინაარსის მიხედვით შეიცვალოს და სხვადასხვა თემას მოერგოს, ამისთვის დიდი დრო და ენერგია დაიხარჯა. შედეგი კი სრულიად განსხვავებულია ქართულ რეალობაში არსებული სხვა სივრცეებისგან.

„თეატრში“ გასტრონომიას ისეთივე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც მის სივრცეში გამართულ წვეულებას. „თეატრის“ ბრენდ შეფი ალექს ნათაძე და მზარეულთა გუნდი მაქსიმალურად ჩართულია ,,თეატრში” გასამართი ნებისმიერი ღონისძიების დაგეგმვის პროცესში. აქ კერძებიც შოუს შემადგენელი ნაწილია და მორგებულია კონკრეტული ღონისძიების ხასიათს.

„თეატრის“ სამზარეულო გთავაზობთ როგორც ტრადიციულ მენიუს, ასევე ახლებური ინტერპრეტაციით შექმნილ კერძებს.

თეატრის ტექნიკური აღჭურვილობა, განათება და აპარატურა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ყოველი ღონისძიების უმაღლეს დონეზე ჩატარებაში. განათების თანამედროვე აპარატურა იძლევა საშუალებას, შეიქმნას ყველანაირი გარემო და სიტუაცია, კლასიკური წარმოდგენით დაწყებული, დაბადების დღის წვეულებით გაგრძელებული.

თანამედროვე საკონცერტო line array system-ტიპის აუდიოსისტემა დარბაზის არქიტექტურის გათვალისწინებით შეირჩა და მისი დახმარებით მაქსიმალურადაა სივრცე ათვისებული და აუდიოინფორმაციის ყველა ზონაში თანაბრადაა გადანწილებული.

ასე რომ, აჩუქეთ საკუთარ თავს ან ახლობელ ადამიანს დაუვიწყარი დღე, გადაიხადეთ დაბადების დღე ,,თეატრში” და ჩვენ ვიზრუნებთ, რომ დღესასწაულმა წარუშლელი კვალი დატოვოს.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80