კორპორაციული საღამო თეატრში

რატომ უნდა აღნიშნო კორპორაციული საღამო „თეატრში“

OGP_6168.jpg

კორპორაციული ღონისძიება არ არის მხოლოდ ფორმალური ვახშამი ან სტანდარტული საღამო. ის კომპანიის ფასეულობებს, კრეატიულობასა და იმ კულტურას გამოხატავს, რომელიც გუნდს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, სივრცის შერჩევა გადამწყვეტ როლს თამაშობს.

„თეატრი“ სრულიად ახალ პერსპექტივას გთავაზობთ. აქ თქვენი კომპანიის ამბავი სცენაზე ინაცვლებს და მოსულ სტუმრებს თქვენი ბრენდის სამყაროში ამოგზაურებს.

„თეატრი“ უნიკალური სივრცეა, რომელიც კლასიკურ ელეგანტურობასა და თანამედროვეობას აერთიანებს. სივრცე, სადაც მაღალი დონის სერვისი, ზღაპრული გარემო და სრული ტექნიკური აღჭურვილობა იდეალურ ბალანსს ქმნის. უნიკალური ინტერიერი და სრულად ტრანსფორმირებადი სივრცე საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად მოვერგოთ ღონისძების შინარსსა და დაგეხმაროთ ზუსტად იმ იდეის განხორციელებაში, რომელიც ჩაიფიქრეთ.

პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი

„თეატრში“ყველა დეტალს პროფესიონალებით დაკომპლექტებული ძლიერი გუნდი ქმნის. ჩვენთან ღონისძიება იწყება იდეით და მთავრდება დაუვიწყარი ემოციით. გუნდი იზიარებს თქვენს საჭიროებებს, ქმნის დეტალურ სცენარსა და ზრუნავს ყველა ტექნიკურ თუ ვიზუალურ დეტალზე. დაგეგმვის თუ განხორციელების ეტაპი წარმოუდგენელია, რომ უფრო სანდო ხელში აღმოჩნდეს.

დაუვიწყარი გასტრონომიული გამოცდილება

კორპორაციული საღამო გასტრონომიული გამოცდილების გარეშე სრულფასოვანი ვერ იქნება. თითოეული ღონისძიებისთვის იქმნება სპეციალური მენიუ, რომელიც არამხოლოდ გემოვნური თვისებებით, არამედ სერვირებითაც იდეალურად ერგება საღამოს. არ აქვს მნიშვნელობა გსურ, ქართულ ტრადიციული კერძები თუ ინოვაციური და გათანამედროვებული ქართული სამზარეულო. „წისქვილი ჯგუფის“ 8 რესტორნის ბრენდ შეფი ალექს ნათაძე თქვენთვის იდეალურ მენიუს შეგიქმნით.

გამოცდილება, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ

თქვენი გუნდისთვის კორპორაციული საღამო წლის ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა იქნება.

„თეატრი“ განსხვავდება ტრადიციული სივრცეებისგან იმით, რომ აქ არ არსებობს ერთი სტილი. თქვენს ინდივიდუალურ ამბავს ქმნით – თეატრის არქიტექტურა, ტრანსფორმირებადი სივრცე და ტექნიკური ინფრასტრუქტურა სწორედ ამ თავისუფლებას გთავაზობთ.

„თეატრში“ ყოველი დეტალი – განათება, მუსიკა, პროგრამა, სერვისი, შოუ და გასტრონომია ქმნის უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

„თეატრი“ არა როგორც ღონისძიების ადგილი, არამედ როგორც პარტნიორი თქვენი იდეების განხორციელებისთვის.

დეტალური ინფორმაციისთვის: 577 000 888


  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80