მიუზიკლი ჩიკაგო საქართველოშია! – იმოგზაურეთ გასული საუკუნის ამერიკაში, გემრიელი ვახშმის თანხლებით!
შთამბეჭდავი სცენა და „თეატრი“, ცოცხლად შესრულებული სიმღერები და დაუვიწყარი ქორეოგრაფია, ვარსკვლავური დასი, საოცარი კოსტიუმები და საუცხოო კერძები. „თეატრის“ სეზონი ლეგენდარული მიუზიკლით „ჩიკაგოთი“ გაიხსნა!
„ჩიკაგოს“ ოფიციალური ლიცენზია „წისქვილი ჯგუფმა“ მსოფლიოში ცნობილი თეატრალური კომპანია CONCORD THEATRICALS-სგან შეიძინა. „ჩიკაგოს“ წარმდგენი და სპონსორია „არქი“, ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს ახალ და საინტერესო პროექტებს.
„თეატრმა“ „ჩიკაგოს“ სახით კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა. ეს საკმაოდ კომპლექსური მიუზიკლია, რომლის დადგმაშიც ჩვენმა პროფესიონალთა გუნდმა დიდი შრომა ჩადო. საბოლოოდ კი შევძელით, მისი ყველა დეტალი მაღალი ხარისხით შეგვესრულებინა – სცენარით, ქორეოგრაფიითა და მუსიკით დაწყებული, კოსტიუმებით, განათებისა და შესაფერისი ატმოსფეროს შექმნით დასრულებული. გვიხარია, რომ ჩვენი შრომის ნაყოფი მაყურებელმა უკვე იხილა და დადებითი უკუკავშირიც მოგვცა“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და „ჩიკაგოს“ დამდგმელი რეჟისორი, ზაალ ჩიქობავა.
„ჩიკაგო“ მწვავე სატირაა, რომელშიც კარგად აისახება იმ ეპოქის კულტურა – კორუფცია, კრიმინალი, „სისხლისა“ და სანახაობის მაძიებელი მედია. ამასთან ერთად, მთავარი პერსონაჟი ქალების ისტორია ჯაზის აღზევებისა და გენდერული როლების გადააზრების პერიოდში ვითარდება. ამიტომ „ჩიკაგო“ არა მხოლოდ შოუა, რომელიც მაყურებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს, არამედ გასული საუკუნის 20-იანი წლების ეპოქის გაცნობის, მასზე დაკვირვებისა და, შესაძლოა, დღევანდელობასთან პარალელების გავლების საშუალებაც“, – ამბობს „ჩიკაგოს“ ქართული ტექსტის ავტორი და სცენარისტი, თეა ყიფშიძე.
„თეატრის“ ხშირმა სტუმრებმა უკვე კარგად იციან, რომ თითოეული წარმოდგენისთვის ვახშამი საგულდაგულოდ, სპეციალურად შოუს ხასიათისა და ჟანრის მიხედვით იქმნება. გამონაკლისი არც „ჩიკაგოა“, შესაბამისად, მისთვის მომზადებული კერძებიც ისეთივე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იქნება, როგორც თავად შოუ.
„ჩვენი მენიუს პირველი სეტის აპეტაიზერი ორაგულის ხვეულია, რომელიც კარგად გამოხატავს წარმოდგენის ხასიათს. მასში იგრძნობა სიმჟავეც, სიმლაშეც და გემოების საინტერესო ფონს ქმნის, აქვს ხრაშუნა ტექსტურა და მოლეკულური გასტრონომიის დეტალებს შეიცავს“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფი, ალექს ნათაძე.
ვახშამზე სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ხემსით, აპეტაიზერით, მთავარი კერძითა და დესერტით. ნელი მომზადების ხბოს ხორცი, ბადრიჯნის გიოზა, შებოლილი გოგრის პიურე, ნიგვზის ქრამბლი ვასაბით – მიუზიკლ „ჩიკაგოს“ მაყურებელი „თეატრში“ ამ და სხვა უცხო გემოების გასინჯვას შეძლებს. ამასთან, მსურველებს შეუძლიათ არჩევანი ვეგანურ მენიუზე გააკეთონ, რომელიც, ასევე, ინგრედიენტების საინტერესო კომბინაციებითა და უნიკალური გემოებით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ „თეატრი“ სტუმრებს ახალ სეზონზე, შთამბეჭდავი წარმოდგენების გარდა, სხვა სიახლეებსაც შესთავაზებს. სულ მალე მულტიფუნქციურ სივრცეში კაბარე-რესტორანიც გაიხსნება.
„28 სექტემბრიდან „წისქვილი ჯგუფის“ „თეატრში“ სტუმრებს კაბარე-რესტორანიც დახვდებათ, სადაც მსურველებს ყოველდღიურ რეჟიმში მივიღებთ. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო ბილეთის შეძენა, საკმარისია უბრალოდ დაჯავშნოთ მაგიდა და ადგილი. თქვენ შეძლებთ სასურველი კერძების შეკვეთას, ჩვენ კი სცენაზე ყოველთვის საინტერესო და გასართობ წარმოდგენებს დაგახვედრებთ“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.
რაც შეეხება „ჩიკაგოს“, მის ნახვას წლის ბოლომდე 6, 24 ოქტომბერს, ასევე, 7, 21 ნოემბერსა და 5 დეკემბერს შეძლებთ. სულ მალე კი, ცნობილი გახდება 2024 წლის კალენდარიც
ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80