რა არის Dining Theatre ანუ წარმოდგენა ვახშმით

რა არის Dining Theatre ანუ წარმოდგენა ვახშმით

teatris-tsarmodgena.webp

Dining Theatre, ანუ წარმოდგენა ვახშმით, უნიკალური კონცეფციაა, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ცოცხალ შოუსა და გასტრონომიულ კულტურას. ეს არის ადგილი, სადაც სტუმარს კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება და გემრიელი კერძების დაგემოვნება ერთდროულად შეუძლია.

Dining Theatre-ს დიდი ისტორია აქვს და მთელს მსოფლიოშია პოპულარული, თუმცა საქართველოში მსგავსი წარმოდგენა მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს. ,,წისქვილი ჯგუფი” პირველია, რომელმაც საქართველოში და მთელს ამიერკავკასიაში Dining Theatre დანერგა. სპეციალურად ამისთვის შეიქმნა ახალი სივრცე, სახელად ,,თეატრი“, რომელიც რეალურად არც სტანდარტულ თეატრს წარმოადგენს და ტრადიციული რესტორნისგანაც განსხვავებულია.

Dining theatre-ს უძველესი ფესვები

წარმოდგენის იდეა სათავეს ძველ ცივილიზაციებში იღებს. საბერძნეთსა და რომში საკმაოდ პოპულარული იყო გართობის მსგავსი ფორმა. დღესასწაულები მხოლოდ შიმშილის დაკმაყოფილებას არ გულისხმობდა, არამედ კულტურისა და გართობის ერთ-ერთი მთავარ საშუალებას წარმოადგენდა. შეკრებები ხშირად მოიცავდა მუსიკალურ და თეატრალურ სპექტაკლებს, რომლებიც შერწყმული იყო იმდროინდელი კულინარიულ ექსტრავაგანტულობასთან.

Madrigal Dinner ერთ-ერთი ასეთი ცნობილი დღესასწაული, რენესანსული Dinner Theatre-ს ფორმა გახლდათ, რომელიც საშობაო სეზონზე სკოლებისა და ეკლესიების ინიციატივით იმართებოდა. მენიუ დაყოფილი იყო კურსებად და თითოეულის დაწყებამდე ტრადიციული სიმღერა გაისმოდა. კურსებს შორის ტარდებოდა სპექტაკლი, ხოლო დღესასწაული საგუნდო მუსიკის კონცერტით მთავრდებოდა.

მადრიგალის ვახშმების ისტორიული ანალოგები დღესაც პოპულარულია, მაგრამ ის, როგორიც წარმოგვიდგენია Dining Theatre - წარმოდგენა ვახშმით, 1960-იან წლებში დაიწყო ამერიკაში. კერძებისა და მხატვრული სპექტაკლების სინერგიამ საფუძველი ჩაუყარა Dining Theatre-ს თანამედროვე კონცეფციას.

აღზევება მე-20 საუკუნის ამერიკაში

Dining Theatre-ს ევოლუცია მე-20 საუკუნეში დაიწყო, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. ამ პერიოდში, გასართობ ინდუსტრიაში რევოლუცია მოხდა, რადგან Dining Theatre ნელ-ნელა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოჩნდა. ამ ადგილების მიზანი სტუმრისათვის ჰოლისტიკური გამოცდილების შეთავაზება და ვახშმის ცოცხალ წარმოდგენებთან შეწყმა იყო.

ჰოვარდ დუგლას ვოლფი იყო ის ადამიანი, ვინც განავითარა თეატრის იდეა. ,,Dinner Theatre-ს მამამ" უზარმაზარი, 27 თეატრიანი ფრენჩაიზი შექმნა. მის კონცეფციას, რომელიც ცნობილია, როგორც The Barn Dinner Theatre, 1961 წელს ჩაეყარა საფუძველი. სპექტაკლები მუშავდებოდა ნიუ იორკში, შემდეგ კი მსახიობები მოგზაურობდნენ სხვადასხვა შტატებში, ცხოვრობდნენ ადგილზე და მონაწილეობას იღებდნენ წარმოდგენებში. თავიდან მსახიობები ხშირად მიმტანების როლსაც ირგებდნენ ხოლმე. მოგვიანებით წარმოდგენებში ყოფილი კინოვარსკვლავები, ტელემსახიობები და ცნობილ სახეებიც ჩაერთვნენ.

Dining Theatre-ს პოპულარობა მისმა მულტიფუნქციურობამაც განაპირობა. აუდიტორიას მოეწონა შოუების ფართო სპექტრი: კლასიკური პიესები, Murder Mystery, ცოცხალი მიუზიკლები და კომედიები. სპექტაკლებში ხშირად ინტერაქციული ელემენტებიც იყო ჩართული, რაც ხელს უწყობდა დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას.

შერჩევისა და კულინარიული დანამატის ჩვენება

სპექტაკლები ზედმიწევნით იყო შემუშავებული სხვადასხვა ინტერესების მქონე მაყურებლისთვის. წარსულში ვახშმის ნაწილი ხშირად ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ვიდრე თავად წარმოდგენა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიცვალა დამოკიდებულება. დიდი ხანია, რაც შეფ-მზარეულები აქტიურად არიან ჩართულები ორგანიზებისა და დაგეგმვის პროცესში.

თეატრში წარმოდგენა ისე იგეგმება, რომ დაცული იყოს წონასწორობა და მაყურებლის ყურადღება არ იყოს მიპყრობილი მხოლოდ შოუზე, რათა არ დაიჩრდილოს ვახშმის ნაწილი.

შეფ-მზარეულები საგულდაგულოდ ქმნიან მენიუებს, რომლებიც ჰარმონიაშია სპექტაკლების თემებთან და განწყობებთან. კერძები შექმნილია თეატრალური ატმოსფეროს შესავსებად და გათვალისწინებულია შოუს სპეციფიკა და კერძის მირთმევის ლოჯისტიკა. ხშირად, მენიუები წინასწარაა განსაზღვრული.

“წარმოდგენა ვახშმით” საქართველოში

როგორც უკვე ვახსენეთ, ,,წისქვილი ჯგუფის” ახალი სივრცე, ,,თეატრი’’ უნიკალურია და მას ანალოგი არ აქვს ჩვენს ქვეყანაში. დიდი დარბაზი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს.

„თეატრის“ ცენტრალური ნაწილი რა თქმა უნდა სცენაა და ეს კარგადაა გამოხატული ნაგებობის დიზაინსა და არქიტექტურაში.

არქიტექტორებმა ჯერ შექმნეს სცენა და მის ირგვლივ განავითარეს პავილიონი. სცენის გარეშემო სივრცე ღონისძიების შინაარსის მიხედვით შესაძლებელია შეიცვალოს და სხვადასხვა თემას მოერგოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ,,თეატრში” გარდა კლასიკური წარმოდგენებისა, სხვადასხვანაირი შოუ იგეგმება.

თეატრში შესაძლოა გაიმართოს:

  • კორპორაციული საღამო;
  • ქორწილი;
  • ბრენდის პრეზენტაცია;
  • დახურული წვეულება;
  • ტრენინგი/კონფერენცია;
  • კაბარეს/რესტორნის დღეები;
  • ამერიკული/ქართული მიუზიკლი-ვახშმის თანხლებით.

,,თეატრის’’ ტექნიკური მახასიათებლები საკმაოდ შთამბეჭდავია:

სივრცე განკუთვნილია 400 სტუმრისთვის

• პირველი სართული - 32ც. 10-კაციანი მაგიდა
• ანტრესოლი - 8ც. 10-კაციანი მაგიდა

თეატრალური წყობა (კონფერენცია, დაჯილდოება და ა.შ.): 700 სკამი სტუმრებისთვის და ფურშეტის სივრცე ორ სართულზე. ფურშეტი და კოქტეილის მაგიდები: 1200 სტუმარი.

დასკვნის სახით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Dining Theater აგრძელებს მაყურებლის მოხიბვლას მთელ მსოფლიოში. ის აერთიანებს გასტრონომიის საუკეთესო მაგალითებსა და სპექტაკლების ჯადოქრობას. უძველესი დროიდან, როცა გრანდიოზული დღესასწაულების ნაწილი იყო, დღემდე, როგორც უნიკალური კულტურული გამოცდილების მატარებელი, Dinner Theater კულინარიული ოსტატობისა და მხატვრული გამოხატვის მუდმივი მიმზიდველობის დადასტურებაა.

როდესაც ფარდები მაღლა იწევა და სასიამოვნო არომატი ავსებს ჰაერს, მაშინვე ხვდები, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და იღებ მოგონებებს, რომლებიც საბოლოო აქტის შემდეგაც დიდხანს გაგყვება.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80