ქორწილი ,,თეატრში"
ჩვენი სივრცე, რომელიც ცნობილია როგორც ,,თეატრი", არ არის მხოლოდ შოუებისთვის - ეს იდეალური ადგილია კერძო ღონისძიებებისთვისა და მათ შორის ლამაზი ქორწილებისთვის.
ქორწილი უმნიშვნელოვანესი დღეა ადამიანის ცხოვრებაში. მთელმა დღემ რომ მაჟორულ ნოტაზე ჩაიაროს, ამისთვის კარგი ორგანიზებაა საჭირო. ,,თეატრის” გუნდი საკუთარ თავზე იღებს ამ პასუხისმგებლობას და ყველა სერვისს გთავაზობთ, რაც აუცილებელია ღონისძიების იდეალურად ჩასატარებლად.
ქორწილის ორგანიზება - საუკეთესო სივრცე თბილისში
,,თეატრი” გასტრონომიით, სანახაობით, სერვისით, დიზაინითა და არქიტექტურით გამორჩეული სივრცეა და ყველა მიმართულებას პროფესიონალთა დიდი გუნდი მართავს.
კულინარიულ მხარეს ბრენდ-შეფი ალექს ნათაძე და მზარეულთა გუნდი განაგებს. თითოეული კერძი შოუს კონცეფციასთანაა თანხვედრაში და მისი ნაწილი ხდება. ,,თეატრში” ჩასატარებელი ნებისმიერი პერფორმანსის ორგანიზების პროცესში ბრენდ-შეფი და მზარეულთა დიდი გუნდიც ჩართულია და მენიუ შესაბამისად დგება. ქორწილის მენიუ, რა თქმა უნდა, თქვენთან შეთანხმებით დაიგეგმება.
რაც შეეხება ზოგადად ,,თეატრის” მხატვრულ ნაწილს, დასი და ზაალ ჩიქობავა დაუღალავად შრომობენ, რომ ქართველ მაყურებელს სრულიად ახალი დადგმები და შოუები შესთავაზონ. „თეატრში“ დახურული ღონისძიების გამართვის დროს თავად შეგიძლიათ აირჩიოთ მომღერლები, ბენდები და არტისტები. სამხატვრო ხელმძღვანელი ზაალ ჩიქობავა და ,,თეატრის” დასი შოუს სრულყოფაზე იზრუნებენ და ყველა საორგანიზაციო საკითხს მოაგვარებენ.
,,თეატრის’’ სივრცე ტექნიკურად იდეალურადაა გაფორმებული და ულთრანამედროვე აპარატურითაა უზრუნველყოფილი. ტექნიკის არჩევისას გავითვალისწინეთ დარბაზის უნიკალური არქიტექტურა და მაქსიმალურად ეფექტურად ავითვისეთ ყველა სივრცე.
- კონცეფცია: ტრადიციული ქართული, ევროპული, ექსკლუზივი
- სივრცის ვიზუალი: მაგიდების განლაგება დეკორი
- წამყვანი/წამყვანები: ყველაზე ცნობილი და გამორჩეული წამყვანები თქვენი საუკეთესო დღის წასაყვანად
- მუსიკალური პროგრამა: ქართული, უცხოური, სპეციალური პროგრამა, საგანგებოდ შექმნილი და ჩაწერილი მუსიკალური ნომრები, ბენდი, ანსამბლი, კარაოკე
- ქორეოგრაფიული პროგრამა: ნეფე-პატარძლისთვის საცეკვაო ნომრის შესწავლა, სპეციალური ქორეოგრაფიული ნომრები, საგანგებოდ შექმნილ სიმღერებზე დადგმული ცეკვა, სტუმრებისთვის დადგმული პერფორმანსი, როცა ყველა ცეკვავს
- ვიზაჟი, ვარცხნილობა, ჩაცმულობა: გამორჩეული და ინდივიდუალური კოსტიუმები, როგორც ნეფე-პატარძლის, ისე სტუმრებისთვის
- ხელის მოწერის ცერემონია: შეგვიძლია, როგორც თეატრის სივრცეში, ასევე “წისქვილის” ღია სივრცეში
- ვიდეოგადაღება: სრული ვიდეომომსახურება რამდენიმე კამერით
- ფოტომომსახურება: საუკეთესო დღის საუკეთესოდ აღბეჭდილი ეპიზოდები
- პიროტექნიკით მომსახურება: ყველაზე შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი ფეიერვერკი
- ტრანსპორტით მომსახურება: თქვენთვის სასურველი რაოდენობისა და სახეობის ტრანსპორტით მომსახურება
დარბაზის დასაჯავშნად და ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მისაღებად დაგვიკავშირდით: +995 577 00 08 88.
ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80