თეატრის ტექნიკური აღჭურვილობა, განათება და აპარატურა
„თეატრის“ არქიტექტურა და ტექნიკური აღჭურვილობა ის მთავარი კომპონენტებია, რომლებიც მის ინდივიდუალიზმში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს. აქ ყველაფერი დეტალებამდეა დაყვანილი. ეს ერთი შეხედვითაც თვალსაჩინოა. ეს არის მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ყველა კედელი ამბავს ჰყვება და თითოეული აქ მოსული სტუმარი ამ ამბის თანამონაწილე ხდება.
„თეატრის“ აღჭურვილობაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება განათებას, ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ამ მხრივაც განსაკუთრებულად არის ნაფიქრი. თანამედროვე აპარატურა იძლევა საშუალებას, შეიქმნას ყველანაირი გარემო და სიტუაცია, აკადემიური წარმოდგენით დაწყებული, თანამედროვე ტიპის ღონისძიებით დამთავრებული.
ყველანაირი ტიპის აპარატურა მოიცავს: სკანერებს, ვოშებს, სპოტებს, პროფაილებს, პიქსელ ბარებს, ასევე საპროექტო ეკრანს, ჰეიზერს, უმაღლესი ხარისხის განათების მართვის პულტს – grandMA2-ს. ამ ყველაფრის ტექნიკურად გამართვას და დადგმას კი უზრუნველყოფს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი.
ხმა და აპარატურა
თეატრში არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაყურებლის ყურს არაფერი გამოეპაროს, შესაბამისად, აუდიოსისტემებიც დარბაზის არქიტექტურის გათვალისწინებით შეირჩა და ისეთი ტექნიკით აღიჭურვა, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო სივრცის ათვისება და აუდიოინფორმაციის ყველა ზონაში გადანაწილება.
თეატრის არქიტექტურისა და მუსიკალური კონცეფციის გათვალისწინებით შეირჩა შესაბამისი ფორმატის, თანამედროვე საკონცერტო line array system-ტიპის აუდიოსისტემა.
სისტემა შედგება ცალკეული ელემენტებისგან, რომელთაც გააჩნიათ მაქსიმალური ჰორიზონტალური და მინიმალური ვერტიკალური დისპერსია, ანუ გაშლის კუთხე, რაც საშუალებას იძლევა აუდიოინფორმაციის მაქსიმალური ფოკუსირების. „თეატრის“ სივრცეში არსებული აივნის გათვალისწინებით, დამატებით გამოყენებულია შესაბამისი ფორმატის, კონკრეტული რაოდენობის „ხმამაღლა მოლაპარაკეები“ , ზონების გასახმოვანებლად. სცენა აღჭურვილია აუდიომონიტორინგისა და ინსტრუმენტების შესაბამისი გახმოვანების აპარატურით.
ხომ გაგიგიათ, მოყოლილს ნანახი სჯობსო. ასეც არის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც საკუთარ თავზე უნდა გამოცადოთ და ბოლომდე ისიამოვნოთ „თეატრის“ უნიკალური სივრცით.
ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80