დახურული ღონისძიებები & კერძო წვეულებები

დახურული ღონისძიებები და კერძო წვეულებები

solog.jpg

თუკი „თეატრში“ ჯერ არ ყოფილხართ სტუმრად, თქვენამდე მის სივრცეში გამართულ შთამბეჭდავ შოუებზე მაინც მოაღწევდა ხმა. ის ორიოდე თვის წინ გაიხსნა, თუმცა უკვე მოასწრო არაერთი გამორჩეული არტისტის, დასისა თუ ანსამბლის მასპინძლობა. ჟანრობრივად განსხვავებული ამ სანახაობებისთვის კი სივრცე მრავალჯერ ტრანსფორმირდა.

იცოდით, რომ „თეატრის“ გარდაქმნა და მასში კერძო წვეულებების მოწყობა თქვენც შეგიძლიათ, რადგან ეს მულტიფუნქციური სივრცე ღიაა დახურული ღონისძიებებისთვისაც, როგორებიცაა ბიზნესშეხვედრა, კორპორაციული საღამო, დაბადების დღე, ქორწილი თუ სხვა.

„როდესაც „თეატრს“ ვქმნიდით, ვიცოდით, რომ ის უნდა ყოფილიყო ღია ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისა და ექსპერიმენტისთვის. ამასთან ერთად, გვინდოდა, სივრცით სარგებლობა შესძლებოდა ყველას. ამიტომ ჩვენ „თეატრს“ ვუთმობთ სხვადასხვა შემოქმედებით ჯგუფებს, კომპანიებსა თუ ცალკეულ ადამიანებს. ჩვენი გუნდი კი იზრუნებს იმაზე, რომ მათი სურვილების გათვალისწინებით, უნიკალური გარემო შეიქმნას და აქ გატარებული დრო სტუმრებს დიდხანს დაამახსოვრდეთ“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაალ ჩიქობავა.

„თეატრში“ ღონისძიების გამართვის მსურველებს თავად შეეძლებათ აირჩიონ ბენდები, მომღერლები თუ არტისტები, რომელთა ხილვაც კერძო წვეულებაზე სურთ. შოუს დადგმასა თუ სხვა საორგანიზაციო საკითხებზე კი „თეატრის“ შემოქმედებითი და ტექნიკური გუნდი იზრუნებს. „თეატრის“ „დასი“ ზაალ ჩიქობავას ხელმძღვანელობით, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და ქმნის საოცარ მიუზიკლებსა და დადგმებს. შემოქმედებით პროცესში ჩართული არიან სცენარისტები, მსახიობები, მუსიკოსები, მოცეკვავეები, სიმღერისა და ტექსტის ავტორები, კოსტიუმების მხატვრები და ყველასთვის საყვარელი და ცნობილი სხვა ბევრი ადამიანი.

ამასთან ერთად, სივრცე აღჭურვილია განათებისა და ხმის უახლესი აპარატურით, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია „თეატრში“ ყველანაირი გარემო შეიქმნას – მოეწყოს ის როგორც აკადემიური კონცერტისთვის, ისე DJ სეტისთვის.

როგორც იცით, „თეატრი“ Dining Theatre-ს კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ გამართული საღამოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ვახშამია.

„თეატრში“ კერძების ხარისხზე ისევე ვზრუნავთ, როგორც შინაარსობრივ ნაწილზე. რეალურად, ჩვენთან ვახშამიც შოუს ნაწილია. ამიტომ მას ღონისძიების შინაარს ვარგებთ და წარმოდგენისა და ვახშმის ერთობლიობით სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას ვთავაზობთ“, – ამბობს „თეატრის“ ბრენდ შეფი, ალექს ნათაძე.

„თეატრში“ გამორჩეული კერძების შექმნის გარდა, მომსახურების ფორმასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რაზეც სპეციალურად მომზადებული მომსახურე პერსონალი ზრუნავს, დავით ერაძის ხელმძღვანელობით.

მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი“ „წისქვილი ჯგუფმა“ ოფიციალურად ნოემბერში წარმოადგინა. ის პირველი „Dining Theatre“ და, ამასთან ერთად, 400-მდე სტუმარზე გათვლილი სივრცეა საქართველოში.


  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80