პირველი სავახშმო თეატრი და კულტურული ატრაქცია საქართველოში

პირველი სავახშმო თეატრი და კულტურული ატრაქცია საქართველოში

interieri2.png

20 წელია, „წისქვილი ჯგუფი“ პრემიუმკლასის სარესტორნო საქმიანობისა და ამ მიმართულების ლიდერია საქართველოში. ეთნო-წისქვილი, ლუდის მოედანი, ღვინის ეზო, წისქვილი მცხეთაში, წისქვილი ვაკეში, წისქვილი წყნეთში – ყველაფერი ეს თბილისსა და მისი შემოგარენში გამორჩეული სარესტორნო სივრცეებია. ამასთან ერთად, „წისქვილი ბაზარი“, რომელიც გამორჩეული პროექტია, სადაც საუკეთესო ხარისხის პროდუქცია ერთ სივრცეშია თავმოყრილი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #57-ში მდებარეობს და მალე ავლაბარში, მოედნის პროექტშიც ვიხილავთ. ბოლო და განსაკუთრებული პროექტი კი „თეატრია“.

თეატრი, როგორც მულტიფუნქციური სივრცე, სრულიად ახალი კონცეფციით, რომელიც პირველია საქართველოსა და ამიერკავკასიაში

ეს „თეატრია“ – ახალი მულტიფუნქციური სივრცე თბილისში, სადაც ერთდროულად შეიძლება იმოგზაუროთ კლასიკურ კაბარეში, ნახოთ ამერიკული მიუზიკლი, დატკბეთ ოპერით, ბალეტით, დაესწროთ კონცერტს და მოუსმინოთ თანამედროვე არტისტების შემოქმედებას, ტურისტებს კი შეუძლიათ აღმოაჩინონ ქართული კულტურული ატრაქცია გასტრონომიის თანხლებით.

ასევე დაესწროთ დაჯილდოებას, კონფერენციას, კერძო წვეულებას, კორპორაციულს, ქორწილს, შესაძლოა იყოს გადაღების ლოკაცია (სატელევიზიო, სარეკლამო), ჩატარდეს ბრენდის პრეზენტაცია და ა. შ. ერთი სიტყვით, ეს არის მრავალფუნქციური პავილიონი, სივრცე, რომელიც მუდმივად ტრანსფორმირდება. ღონისძიების რეჟისორს აქვს შემოქმედებითი თავისუფლება, შექმნას მისთვის სასურველი გარემო.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80