წისქვილის თეატრის ბილეთები საკომისიოს გარეშე - Teatri.ge

Teatri.ge – შეიძინე წისქვილის თეატრის ბილეთები საკომისიოს გარეშე

საიტის-ბლოგი22.png

წისქვილი ჯგუფმა თავისი ერთ-ერთი წარმატებული პროექტის — თეატრის e-commerce პლატფორმა ჩაუშვა, სადაც შესაძლებელია შოუზე დასასწრები ბილეთების შეძენა, მაგიდების დაჯავშნა, ღონისძიებების კალენდრის ნახვა, კორპორაციული შეთავაზებებისა და სიახლეების გაცნობა.

"წისქვილი ჯგუფის ბოლო და განსაკუთრებული სივრცე თეატრია, რომელსაც უკვე ყველა იცნობს, რადგან ერთი წლის განმავლობაში არაერთი ექსკლუზიური და გამორჩეული პროდუქტი შექმნა. იმ მიუზიკლების ნახვა, რომლებიც ბროდვეიზე იდგმება, ქართველ მაყურებლებს ახლა უკვე თბილისში, სწორედ წისქვილის თეატრში შეუძლიათ.

ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, ტექნოლოგიურ სიახლეებსაც ავუწყოთ ფეხი. ამიტომ გადავწყვიტეთ, თეატრისთვის შეგვექმნა პლატფორმა — Teatri.ge, რომელიც აერთიანებს ყველაფერს ჩვენი სივრცის შესახებ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვებგვერდის მეშვეობით ბილეთების შეძენა საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი. პლატფორმით ინტერესდება ბევრი ტურისტიც, რადგან თეატრი უკვე ერთ-ერთი must-see სივრცე გახდა თბილისში“, — ამბობს წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

Teatri.ge-ზე იხილავთ ბლოგებსაც, სადაც წაიკითხავთ საინტერესო ინფორმაციას „თეატრის“ შესახებ და გაეცნობით მიმდინარე სიახლეებს სივრცის შესახებ.

"პლატფორმაზე წარმოდგენილი ბლოგები მუდმივად განახლებადია. მათი სახით Teatri.ge-სთვის იქმნება ორიგინალური კონტენტი იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ, ვინ ქმნის თეატრს, რატომ და ა.შ. საიტი ორენოვანია, შესაბამისად, ბლოგიც ორ ენაზე — ქართულსა და ინგლისურზე იძებნება. მსგავსი ტიპის კონტენტი ჩვენს ვებგვერდის ერთ-ერთი მთავარი ე.წ. Traffic driver-ია SEO-ს მიმართულებით, რადგან მასში გათვალისწინებულია, როგორც Google-ის პრეფერენციები, ასევე მომხმარებლის ინსაითები." — გვითხრა Teatri.ge-ს პროექტის მენეჯერმა, მარიამ საღლიანმა.

Teatri.ge-სთვის შეიქმნა სპეციალური გრაფიკაც, რომელიც სივრცის უკეთ აღქმაში და სასურველი მაგიდის შერჩევაში დაგეხმარებათ. ვებგვერდზე ღონისძიებების სრულ კალენდართან ერთად თითოეული ღონისძიების მენიუსაც იხილავთ, რომელსაც თეატრის ბილეთების შეძენის პროცესშივე აირჩევთ.

მას კი, ვისაც თეატრში დახურული ღონისძიების გამართვა სურს, დახვდება სპეციალური განყოფილება — კორპორაციული, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებს მომსახურების პირობებზე, კერძებზე, დარბაზის ტექნიკურ მახასიათებლებსა თუ აღჭურვილობაზე.

"Teatri.ge-ის ტექნიკური მხარე აგებულია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, რათა პლატფორმამ იმუშაოს გამართულად და იყოს უსაფრთხო მომხმარებლებისთვის. საიტის დიზაინში გათვალისწინებულია Mobile First მიდგომა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეუფერხებლად ადაპტირდება სხვადასხვა ზომისა და რეზოლუციის ეკრანებზე. შესაბამისად, მისი გამოყენება ძალიან კომფორტულია მობილურ მოწყობილობებზეც.

ჩვენი კიდევ ერთი გამოწვევა იყო, შეგვექმნა ისეთი დიზაინი და სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელიც სამიზნე აუდიტორიას მოერგებოდა. კონცეფციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მარტივი და მინიმალისტური დიზაინის მიმართულებით წავსულიყავით. ინტერფეისი დიდი სივრცეებით არა მხოლოდ ელეგანტურად გამოიყურება, არამედ აადვილებს ნავიგაციასა და პლატფორმის მოხმარებას", — ამბობს Teatri.ge-ს პროექტის მენეჯერი, გიორგი გელაშვილი.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80