"თეატრი" - უნიკალური კონცეფცია & გამოცდილება

სცენა უცვლელი და მთავარი კომპონენტია, დარბაზი კი მუდმივად ტრანსფორმირდება

kinto.png

თეატრში“ შესვლისას პირველი თვალში მოოქრული ჩარჩოთი და დიდი წითელი ფარდებით გაფორმებული კლასიკური სცენა მოგხვდებათ. სცენამ და დარბაზმა, შესაძლოა, ტრადიციული თეატრი ან საკონცერტო დარბაზი გაგახსენოთ. მართებულადაც, რადგან „თეატრი“ ერთიც არის და მეორეც. მეტიც, ის, შესაძლოა, ტრანსფორმირდეს და განსხვავებული ფუნქციები შეითავსოს.

ამ მულტიფუნქციური სივრცის იდეის ავტორი „წისქვილი ჯგუფის“ დამფუძნებელი მამუკა ჩხაიძეა. მასვე ეკუთვნის „თეატრის“ არქიტექტურული კონცეფცია და დიზაინი.

„მინდოდა შემექმნა სივრცე, რომელიც ნებისმიერი ტიპის ღონისძიების, ჩანაფიქრის, იდეისა და ექსპერიმენტის განხორციელების ადგილი იქნებოდა. მასზე ფიქრის დროს, პირველად კლასიკური სცენა წარმომიდგა, როგორც დარბაზის ცენტრალური ნაწილი. პავილიონი მხოლოდ მისი დიზაინის შექმნის შემდეგ, მის გარშემო დაიგეგმა. სცენა „თეატრის“ უცვლელი და მთავარი კომპონენტია, დარბაზი კი მუდმივად ტრანსფორმირდება – ის წარმოდგენის ჟანრისა და ღონისძიების ხასიათის მიხედვით გარდაიქმნება“, – ამბობს მამუკა ჩხაიძე.

რა დაგხვდებათ “თეატრში”

„თეატრი“ „წისქვილი ჯგუფმა“ ორიოდე თვის წინ წარმოგვიდგინა, თუმცა, უკვე უმასპინძლა რამდენიმე მასშტაბურ ღონისძიებას. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მის სივრცეში მოესმინათ სიმფონიური ორკესტრისთვის, ეხილათ ნაწყვეტები გამორჩეული სპექტაკლებიდან და მიუზიკლებიდან, დასწრებოდნენ DJ Set-სა თუ ჟანრობრივად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სანახაობებს.

„თეატრი“ არის სივრცე ნებისმიერი ტიპის წარმოდგენისთვის. ამასთან ერთად, აქ შეიძლება გაიმართოს ისეთი დახურული ღონისძიებებიც, როგორებიცაა ბიზნესშეხვედრა, კორპორაციული საღამო, ქორწილი, დაბადების დღე და სხვა. თუმცა, ვფიქრობ, რომ სცენისა და პავილიონის ინსპირაციით, ამ ტიპის საღამოები არა ტრადიციული, არამედ გაცილებით საინტერესო ფორმით მოეწყობა და უფრო სანახაობრივი გახდება. ეს კი ხელს შეუწყობს ახალი ჟანრებისა და ფორმების დაბადებას“, – გვითხრა მამუკა ჩხაიძემ.

„თეატრი“ Dinner Theatre-ს კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ გამართული ღონისძიებების განუყოფელი ნაწილი იქნება ვახშამიც. სწორედ ამ მახასიათებლის გამო, „თეატრს“ ჯერჯერობით ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს.

„თეატრში“ კერძებიც სანახაობის ნაწილად ვაქციეთ – ისინი თითოეული ღონისძიების ხასიათისა და ჟანრის მიხედვით იქმნება. შესაბამისად, ჩვენთვის გასტრონომიაც ისეთივე მნიშვნელოვანია და ისევე ვზრუნავთ მის მაღალ ხარისხზე, როგორც აქ გამართული წარმოდგენების ვიზუალურ თუ შინაარსობრივ მხარეებზე“, – გვითხრა მამუკა ჩხაიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ „თეატრის“ ისტორია მხოლოდ რამდენიმე თვეს ითვლის, სივრცემ უკვე მოასწრო განსხვავებული ღონისძიებების მასპინძლობა და შთამბეჭდავი სანახაობებითა და გამორჩეული ვახშით სტუმრების გაოცება.

„სტუმრებისთვის ამგვარი უნიკალური გამოცდილების შექმნას კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ. სულ მალე კი, ვფიქრობთ, რომ „თეატრი“ ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და საინტერესო ადგილად იქცევა, სადაც ის კულტურული ღონისძიებებით ტკბობას, განტვირთვას, გართობასა და გემრიელი კერძების დაგემოვნებას ერთდროულად შეძლებს“, – ამბობს მამუკა ჩხაიძე.

“თეატრის” ბილეთების ყიდვა კი უკვე ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი საკომისიოს გარეშე.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80