"თეატრში" მომხდარი წლის ჰაილაითების შეჯამება

"თეატრში" მომხდარი წლის ჰაილაითების შეჯამება

teatris-tslis-shejameba.webp

,,თეატრის” 2023 წელი ღირსშესანიშნავი და დასამახსოვრებელი გამოვიდა. ჩვენს სცენაზე გაცოცხლდა ყველასათვის საყვარელი არაერთი შოუ და ,,წისქვილი ჯგუფის” დახმარებით, პირველად ქართველი მაყურებლისთვის, დაიდგა მსოფლიოში ცნობილი მიუზიკლები.

მიუხედავად იმისა, რომ ,,თეატრი” სრულიად ახალი სიტყვაა ქართულ კულტურულ ცხოვრებაში, ამ მულტიფუნქციურმა სივრცემ შეცვალა და ხელახლა განსაზღვრა გართობის კულტურა. ,,Dining Theatre-ს” უნიკალური კონცეფცია, რომელიც აქამდე უცხო იყო საქართველოსთვის, ძალიან მალე შეიყვარა მაყურებელმა. ,,თეატრი" იქცა როგორც კულტურული ენთუზიასტების, ისე გასტრონომიული სიახლეების მოყვარულთათვის ერთ-ერთ მთავარ ადგილად და თბილისის სავიზიტო ბარათი გახდა. მოდით გადავხედოთ ამ მხიარული წლის გამორჩეულ მომენტებს ,,თეატრში".

ქართული ეთნიკური შოუები: კულტურული ოდისეა

,,თეატრის“ სცენა არაერთხელ დაეთმო განსაკუთრებულ სტუმარს - სუხიშვილების ანსამბლს. წლის დასაწყისში ანსამბლმა „თეატრში” „ქარაბშა“ – თანამედროვე ქორეოგრაფიული დადგმა წარმოადგინა. ,,ქარაშბა” ილიკო სუხიშვილის მორიგი ექსპერიმენტია, რომელიც მოძრაობის, პლასტიკისა და შესრულების მანერის ესთეტიკას ქართული ფოლკლორიდან იღებს.

,,თეატრში” შედგა უნიკალური ,,ქართული შოუს” პრემიერა, რომელიც სტუმრებს საქართველოს ისტორიას, ქართულ კულტურასა და გასტრონომიას განსხვავებული ფორმით წარუდგენს.

,,ქართული შოუს” ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები გახლდათ. სტუმრებმა იხილეს ლაზური, მხედრული, ხორუმი, აფხაზური, სამაია და ქართული ქორეოგრაფიის სხვა უძველესი და გამორჩეული ნიმუშები. ,,თეატრის” გუნდმა დამსწრე საზოგადოებას ქართული გალობა და უნიკალური ფოლკლორული სიმღერები გააცნო: ჩაკრულო, მრავალჟამიერი, მუხამბაზი და აშო ჩელა. წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღო მომღერალმა მარიამ როინიშვილმაც, რომელმაც, ,,თეატრის” გუნდთან ერთად, სტუმრებს ქართული კლასიკური სიმღერები წარუდგინა.

,,ქართულ შოუს” ნომრები ერთმანეთთან ცნობილი ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის მიერ შექმნილი ტექსტებით დაკავშირდა და ქვეყნის ერთიანი ისტორია შეიქმნა. ტექსტები საქართველოს პირველ მაცხოვრებლებზე, ქვეყნის გაქრისტიანებაზე, ქართული ანბანის შექმნაზე, გადატანილ ბრძოლებსა თუ გამარჯვებებზე მხატვრული ფორმით მოუთხრობს.

მთელი წლის განმავლობაში ,,თეატრის” სივრცე სხვადასხვა მუსიკოსებსა და ბენდებს ეთმობოდათ. მათ შორის იყვნენ შვიდკაცა, თეატრალურის კვარტეტი და ა.შ. 2023 წლის ბედობას ანსამბლი „ქართული ხმები“ ქართული კომპოზიციების უნიკალური შესრულებით წარსდგა სცენაზე, 7 იანვარს კი დათო გომართელი, ანდრია გველესიანი და ბენდი ზრუნავდნენ მაყურებლის განწყობაზე.

მსოფლიოში ცნობილი მიუზიკლები ,,თეატრის” სცენაზე

ლეგენდად ქცეული ,,ჩიკაგო”, რომელიც 36-ზე მეტ ქვეყანაშია დადგმული და 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ყავს, საქართველოში პირველად ,,წისქვილი ჯგუფის” დახმარებით დაიდგა.

როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ზაალ ჩიქობავა აღნიშნავს, ,,ჩიკაგოს" ამბების თეატრის სცენაზე გადმოტანა საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო. მიუზიკლი რთული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებითაა დატვირთული, თუმცა არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ჯგუფისა და დასის დაუღალავი შრომის შედეგად, მაყურებელმა დაუვიწყარი გამოცდილება მიიღო

,,თეატრის” სცენაზე ასევე დაიდგა მაყურებლისთვის საყვარელი მიუზიკლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია“. სპეციალურად წარმოდგენისთვის ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა ლეგენდარული ABBA-ს სიმღერებიც. მისი პრემიერა „თეატრში“ თებერვალში შედგა და ქართველი და უცხოელი სტუმრების დიდი მოწონება მალევე დაიმსახურა.

შოუში მონაწილეობა მიიღეს გამორჩეულმა ქართველმა მსახიობებმა და მუსიკოსებმა, მათ შორისაა: რუსკა მაყაშვილი, სანდრო კახეთელიძე, ანდრია გველესიანი, ანა ქურთუბაძე, გიგი დედალამაზიშვილი და საზოგადოებისთვის საყვარელი სხვა არტისტები.

შემოდგომაზე ,,თეატრში” კაბარეს დღეები დავიწყეთ. შოუზე საგანგებოდ იმუშავა „თეატრის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა და კვირაში 4 დღე, ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით მომღერლები, არტისტები, ილუზიონისტები და მოცეკვავეები შთამბეჭდავ სანახაობებს ქმნიდნენ.

სცენაზე ნახავდით ნომრებს მიუზიკლებიდან „Nine“ და „Moulin Rouge“, ასევე შესრულდა ფრანგული, ესპანური და ინდური ქორეოგრაფიის ყველასთვის საყვარელი ნიმუშები.

მრავალფუნქციური სივრცე სხვადასხვა შეკრებებისთვის

მთელი წლის განმავლობაში "თეატრი" ასევე მასპინძლობდა მრავალ ბენდს, დაწყებული ჯაზის ანსამბლებიდან თანამედროვე ჯგუფებამდე. ეს ღამეები უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ კონცერტები; ისინი წარმოადგენდნენ მუსიკის მოყვარულთა შეკრებას, ყოველი სპექტაკლი დაწყვილებული მენიუთი, რომელიც ასახავდა მუსიკის არსს.

„წისქვილი ჯგუფისა“ და რია ქებურიას სახელოვნებო სივრცე Ria Bid-ის კოლაბორაციის შედეგად, ,,თეატრში” პირველი ლაივ აუქციონი გაიმართა, რომელსაც სრულიად განსხვავებული ფორმატი ჰქონდა.

აუქციონზე წარმოდგენილი იყო გამორჩეული თანამედროვე მხატვრების ფერწერული ნამუშევრები. აუქციონში მონაწილე მხატვრები არიან: ტატო ახალკაციშვილი, მაკა ბატიაშვილი, თენგიზ სეფიაშვილი (სეფო), თუთუ კილაძე, სოფო მამალაძე, მაკო ლომაძე, გელა მიქავა, ლუკა ჯიქია, ნატალია ლაშხი და SALOMEYA BAUER.

აუქციონთან ერთად „თეატრის“ სტუმრებს მრავალფეროვანი და სანახაობრივი შოუ-პროგრამა დახვდათ. ასევე, განსაკუთრებული იყო მენიუ, რომელიც ბრენდ შეფმა სპეციალურად კაბარეს დღეებისთვის შექმნა.

,,თეატრის” იდეა თავიდანვე იყო, რომ შექმნილი ისეთი სივრე, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებს დაეთმობოდა. ,,თეატრში” შესაძლებელია გაიმართოს: კორპორაციული საღამო, დახურული წვეულება, ქორწილი, ბრენდის პრეზენტაცია, დაბადების დღე, ტრენინგი/კონფერენცია, ამერიკული/ქართული მიუზიკლი-ვახშმის თანხლებით, კაბარეს/რესტორნის დღეები და ა.შ.

31 დეკემბრის საახალწლო ღონისძიება

2023 წლის დასრულება მასშტაბური ღონისძიებით იგეგმება. „თეატრის“ დასი, მსახიობების, მომღერლებისა და მოცეკვავეების ვარსკვლავური შემადგენლობით, წარმოგიდგენთ სხვადასხვა საახალწლო თემატიკით გაჯერებულ მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ნომრებს და ნაწყვეტებს ბროდვეის მიუზიკლებიდან „ჩიკაგო“, „და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია!“.

„წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფი ალექს ნათაძე და შეფ-მზარეულები კი უგემრიელესი სადღესასწაულო კერძებით გაგიმასპინძლდებიან.

ახალი წლის პროგრამა 4 აქტად დაიყოფა:

  • I აქტი
    ნაწყვეტები მიუზიკლიდან „ჩიკაგო“
  • II აქტი
    HAPPY HOLIDAYS!
  • III აქტი
    ნაწყვეტები მიუზიკლიდან - „და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია!“
  • IV აქტი
    ანდრია გველესიანი და ბენდი „The Boys“
  • პროგრამას დაასრულებს: Performance DJ

ბილეთების შეძენა Teatri.ge-ს ვებსაიტზეა შესაძლებელი. ასე რომ, იჩქარეთ, რათა არ გამოაკლდეთ ქალაქში ყველაზე გრანდიოზულ შოუს.

“თეატრი“ მუდმივად ვითარდება, ვეძებთ სიახლეებს, ახალ, საინტერესო და ნიჭიერ ადამიანებს, პოპულარულ მიმართულებებს. ვიღებთ უკუკავშირს, ვითვალისწინებთ და ამ ყველაფრის ერთობლიობით გვსურს შევქმნათ სრულიად უნიკალური სანახაობა.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80