ჯაზი და კლასიკად ქცეული მუსიკა - ჩიკაგო

ჯაზი და კლასიკად ქცეული მუსიკა – ვინ ასრულებს ქართულად ლეგენდარულ ჩიკაგოს კომპოზიციებს

chicago-musical-in-tbilisi

ად­ვი­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი, მიმ­ზიდ­ვე­ლი, გულ­ში­ჩამ­წვდო­მი, ინ­ტი­მუ­რი, ზოგ­ჯერ ცე­ცხლო­ვა­ნი, ზოგ­ჯერ კი სევ­დი­ა­ნი, იუ­მო­რის­ტუ­ლი და სარ­კას­ტუ­ლი – ასე­თია მი­უ­ზიკლ „ჩი­კა­გოს“ კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი და სიმ­ღე­რის ტექ­სტე­ბი, რომ­ლე­ბიც რთუ­ლია მოს­მე­ნის შემ­დეგ და­ი­ვი­წყოთ. კარ­გი ამ­ბა­ვი კი ის არის, რომ ლე­გენ­და­რუ­ლი მი­უ­ზიკ­ლის ნახ­ვას ამი­ე­რი­დან სა­ქარ­თვე­ლო­შიც შეძ­ლებთ და, შე­სა­ბა­მი­სად, მას­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი­თაც ისი­ა­მოვ­ნებთ.

„ჩი­კა­გოს“ წარმდგე­ნი და სპონ­სო­რია „არქი“ - ლი­დე­რი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

„ჩი­კა­გო“ წის­ქვი­ლის ჯგუ­ფისთე­ატ­რის“ ახა­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი დად­გმაა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე უკვე წარ­სდგა. მან მა­ყუ­რე­ბელ­თა დიდი მო­წო­ნე­ბა უკვე და­იმ­სა­ხუ­რა, რაც გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არ არის, რად­გან „ჩი­კა­გო“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­უ­ზიკ­ლია მსოფ­ლიო თე­ატ­რის ის­ტო­რი­ა­ში. მისი ამ­გვა­რი წარ­მა­ტე­ბა კი, და­უ­ვი­წყა­რი სი­უ­ჟე­ტი­სა და სა­კულ­ტოდ ქცე­უ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის გარ­და, მუ­სი­კამ გან­სა­ზღვრა.

ანდრია გველესიანი - ჩიკაგო
ჩიკაგო - სანახაობა თეატრში

„ჩი­კა­გოს­თვის“ მუ­სი­კა კომ­პო­ზი­ტორ­მა ჯონ კენ­დერ­მა შექ­მნა. ის ჯა­ზის ელე­მენ­ტე­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი და ვო­დე­ვი­ლის ჟან­რის ძლი­ერ გავ­ლე­ნას გა­ნიც­დის. მი­უ­ზიკ­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ხა­ტავს გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბის ეპო­ქას – მის სულ­სა და გან­წყო­ბებს. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის მახ­ვილ­გო­ნივ­რუ­ლი ტექ­სტე­ბი, რომ­ლებ­ზეც ლი­რი­კოს­მა ფერდ ებმა იმუ­შა­ვა. სა­ტი­რით, შავი იუ­მო­რით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ტექ­სტე­ბი, რომ­ლებ­შიც ავ­ტო­რი ოს­ტა­ტუ­რად თა­მა­შობს სი­ტყვე­ბით, უნი­კა­ლურ სი­უ­ჟე­ტურ ქარ­გას ქმნის. ამას­თან ერ­თად, კი­დევ უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­მოკ­ვეთს პერ­სო­ნაჟ­თა ხა­სი­ათს. „ჩი­კა­გოს“ ქარ­თუ­ლი დად­გმის­თვის ტექ­სტზე თეა და სოსო ყიფ­ში­ძე­ებ­მა იმუ­შა­ვეს.

მუ­სი­კის ტექ­სტებ­ზე კი ირი­ნა სა­ნი­კი­ძემ, რო­მელ­მაც ნამ­დვი­ლად ოს­ტა­ტუ­რად შეძ­ლო ისე აეჟ­ღე­რე­ბი­ნა მუ­სი­კა, თით­ქოს ქარ­თუ­ლად და­ი­წე­რა.

„ეს უბ­რა­ლოდ მი­უ­ზიკ­ლი არ არის, ეს არის ვო­დე­ვი­ლი, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ფე­რია ნაჩ­ვე­ნე­ბი. ავ­ტორს არ და­უ­წე­რია არც ერთი სი­ტყვა ტყუ­ი­ლად და არ მე­გო­ნა ამ­ხე­ლა სიღ­რმეს თუ შე­ვე­ჯა­ხე­ბო­დი“, – ამ­ბობს თეა ყიფ­ში­ძე.

„ჩი­კა­გოს“ მუ­სი­კა­ლურ ხელ­მძღვა­ნე­ლი კი თა­მუ­ნა არჩვა­ძე გახ­ლავთ, რო­მელ­მაც შეძ­ლო და ერ­თნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბით აამ­ღე­რა რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ისე არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღერ­ლე­ბი.

თამარ არჩვაძე - ჩიკაგოს მუსიკალური ხელმძღვანელი
ჩიკაგოს მსახიობი

„ჩი­კა­გო“ არის ურ­თუ­ლე­სი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და რა საკ­ვირ­ვე­ლია, ის ძა­ლი­ან დიდი შრო­მი­სა და ენერ­გი­ის ფა­სად შე­იქ­მნა. „თე­ატ­რში“ გვყავს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, მაგ­რამ არა არ­ტის­ტე­ბი და, პი­რი­ქით, არ­ტის­ტე­ბი, მაგ­რამ არა მომ­ღერ­ლე­ბი. ეს სინ­თე­ზი ჩემ­თვის კი­დევ უფრო დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო, მაგ­რამ, ამა­ვე დროს, სა­ინ­ტე­რე­სო. ვფიქ­რობ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თავი ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად გა­არ­თვა. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, არ­ცერ­თი სი­ტყვა არ არის ჩა­წე­რი­ლი, არ არის ფო­ნოგ­რა­მა, მა­სი­უ­რი სცე­ნე­ბი და ბე­ქე­ბიც კი. თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ცო­ცხლად შეს­რუ­ლე­ბაა.“, – გვი­თხრა თა­მუ­ნა არჩვა­ძემ.


„ჩი­კა­გო“ წის­ქვი­ლის „თე­ატ­რში“ თვე­ში ორ­ჯერ გა­ი­მარ­თე­ბა, რა საკ­ვირ­ვე­ლია, ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­უ­ცხოო ვახ­შმის თან­ხლე­ბით.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80