"თეატრი" გემრიელი ვახშმის თანხლებით

თეატრი გემრიელი ვახშმის თანხლებით – წისქვილი ჯგუფის ახალი მულტიფუნქციური სივრცე

teatri.png

წარმოიდგინე კლასიკური თეატრი დიდი წითელი ფარდით. ამას ისიც დაუმატე, რომ სცენაზე სანახაობით ტკბობა ვახშმის თანხლებით შეგეძლება. სივრცე, სადაც ერთიც შესაძლებელია და მეორეც, საქართველოში პირველად შეიქმნა. „თეატრი“ – ასე ჰქვია მას.

მისი შექმნის იდეა „წისქვილი ჯგუფს“ გაუჩნდა და ორწლიანი შრომის შედეგად, იდეის ხორცშესხმაც შეძლო.

რას უნდა ველოდოთ „თეატრისგან“, რა აქცევს მას უნიკალურ სივრცედ და რა ტიპის გამოცდილებასმოგვცემს ის? – „წისქვილი ჯგუფის“ განსხვავებული კონცეფციის თეატრზე სტატიაში დეტალურად მოგიყვებით.

Dining Theatre, ანუ წარმოდგენა ვახშმით

„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში და, მეტიც, ამიერკავკასიაში პირველად ჩნდება ტერმინი Dining Theatre ანუ წარმოდგენა ვახშმით“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაალ ჩიქობავა.

მართლაც, ტერმინი და თეატრის განსხვავებული კონცეფცია Dining Theatre, რომელსაც კარგად იცნობს დასავლეთი, საქართველოში მას შემდეგ გაჩნდა, რაც „წისქვილი ჯგუფმა“ ახალი სივრცე –„თეატრი“ შექმნა. დიდი დარბაზი, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, არც კლასიკური კონცეფციის თეატრს წარმოადგენს და არც ტრადიციულ სავახშმო დარბაზს. ის არის ადგილი, სადაც კულტურულ ღონისძიებაზე დასწრებას და გემრიელი კერძების დაგემოვნებას ერთდროულად შეძლებთ.

სცენა და პავილიონი – სივრცე ახალი იდეებისთვის

„თეატრის“ ცენტრალური ნაწილი სცენაა – ის წამყვანი ელემენტია როგორც ნაგებობის დიზაინსა დაარქიტექტურაში, ისე მის შინაარსობრივ კონცეფციაში.

„ჯერ შევქმენით სცენა, კლასიკური სტილით, ფარდითა და ფერებით, რომლის ირგვლივაც პავილიონი განვავითარეთ. სცენა უცვლელია, ის არის „თეატრის“ ცენტრალური ნაწილი, მის გარეშემო სივრცე კი, შეიძლება ღონისძიების შინაარსის მიხედვით შეიცვალოს და სხვადასხვათემას მოერგოს. ეს ნიშნავს, რომ დღეს თუ ასეთ დარბაზს ხედავთ, ხვალ შეიძლება სრულიად სხვანაირი დაგხვდეთ, ზეგ კიდევ ახლებურად გარდაიქმნას“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“დამფუძნებელი და „თეატრის“ მთავარი არქიტექტორი, მამუკა ჩხაიძე.

შესაბამისად, „თეატრი“ იმგვარადაა მოწყობილი, რომ მის სივრცეში ყველანაირი იდეის, ჩანაფიქრისა და ექსპერიმენტის განხორციელება გახდეს შესაძლებელი. აქ შეიძლება დაესწროთ თეატრალურ დადგმას, საბალეტო თუ საოპერო წარმოდგენას, კონცერტს, გალა ვახშამს, პრეზენტაციას, კონფერენციას, ტრენინგს, ფესტივალს, კორპორაციულ წვეულებას, ქორწილს,დაბადების დღეს და ახალი იდეების დაბადებისა და საინტერესო ექსპერიმენტების მოწმეც გახდეთ.

„თეატრი“ გაძლევს საშუალებას მთელი ფანტაზია ამოაფრქვიო და ის ნებისმიერი ტიპის, სტილისა და ჟანრის ღონისძიებას მოარგო. ის არის ჰაბი ახალი იდეებისთვის, ექსპერიმენტებისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის. რაც მთავარია, ის ყველასია – ყველას შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და ამ სივრცეში თეატრი იპოვოს“, – ამბობს ზაალ ჩიქობავა.

„თეატრი“ სრულადაა აღჭურვილი უახლესი ტექნიკითა და აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ყველაზე მასშტაბურ და თამამ ღონისძიებებსაც კი უმასპინძლოს.

კერძები, როგორც შოუს შემადგენელი ნაწილი

„თეატრში“ გასტრონომიას ისეთივე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც მის სცენაზე წარმართულწარმოდგენას. როგორც „წისქვილის ჯგუფისა“ და „თეატრის“ ბრენდ შეფმა ალექს ნათაძემ გვითხრა, კერძებიც შოუს შემადგენელი ნაწილი იქნება. წინასწარ განსაზღვრული მენიუს გარდა,წარმოდგენილი იქნება ისეთიც, რომელიც კონკრეტული ღონისძიების ხასიათს მოერგება, უპასუხებსმის სტილსა და ჟანრს.

„თუკი „წისქვილის“ რესტორნები უმეტესად ქართულ ტრადიციულ კერძებს სთავაზობს სტუმრებს, „თეატრის“ სამზარეულო ცოტა განსხვავებული იქნება. მის მენიუში შევა ახლებური ინტერპრეტაციებით შექმნილი კერძებიც. რაც მთავარია, აუცილებლად შევინარჩუნებთ „წისქვილის“რესტორნებისთვის დამახასიათებელ მაღალ ხარისხს და სტუმრებს არანაკლებ გავაოცებთ„თეატრის“ სამზარეულოთი“, – ამბობს ალექს ნათაძე.

The Show – „თეატრის“ პირველი წარმოდგენა

„თეატრი“ უკვე ღიაა სტუმრებისა და მასში ღონისძიების გამართვის მსურველთათვის. თუმცა, ის ოფიციალურად 25 ნოემბერს გრანდიოზულად გაიხსნება.

„The Show – არ მოგვერიდება ასე თამამად ვუწოდოთ ჩვენი თეატრის პირველ წარმოდგენას. ის ნიკოლოზ რაჭველის, ნინო ანანიაშვილისა და მისი საბალეტო დასის, საოპერო მომღერლებისა დახელოვნების სფეროს სხვა ბევრი გამორჩეული წარმომადგენლის მონაწილეობით გაიმართება.წინასწარ ბევრს ვერაფერს გაგიმხელთ, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ის სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საღამო იქნება“, – ამბობს ზაალ ჩიქობავა.

საბოლოოდ კი, როგორც „წისქვილი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა ჩხაიძე ამბობს, „თეატრი“ ახალ სიტყვას იტყვის როგორც ხელოვნების სფეროში, ისე სარესტორნო ინდუსტრიაში.„გვჯერა, რომ „თეატრის“ დახმარებით ჩვენ ახალი ჟანრის დაბადებას შევუწყობთ ხელს. სულ მალე კი, სივრცე ერთდროულად გახდება თქვენი საყვარელი ადგილი განტვირთვისთვის, კულტურული ღონისძიებით ტკბობისთვის, გემრიელი კერძების დაგემოვნებისა თუ ბოჰემური გართობისთვის“, – ამბობს ლაშა ჩხაიძე.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80