მიუზიკლი „ჩიკაგო“ და უნიკალური ქორეოგრაფიული ნიმუშები

მიუზიკლი ჩიკაგო და უნიკალური ქორეოგრაფიული ნიმუშები

chicago-cover

გასულ თვეს“წისქვილი ჯგუფის“ სივრცე „თეატრმა“ სტუმრებს ახალი გრანდიოზული მიუზიკლი - „ჩიკაგო“ წარუდგინა. პირველი შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, წარმოდგენამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რადგან სცენაზე გაცოცხლდა ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.

„ჩიკაგოს“ წარმდგენი და სპონსორია „არქი“, ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში.

„ჩიკაგო“ პირველად 1975 წელს ნიუ იორკში, ბროდვეიზე დაიდგა, რის შემდეგაც მან მსოფლიოს 36-ზე მეტი ქვეყანა მოიარა. წარმოდგენა დღემდე არ კარგავს პოპულარობასა და აქტუალობას, რაც „ჩიკაგოს“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე მიუზიკლის სტატუს ანიჭებს. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ამგვარი წარმატება მისი სიუჟეტისა და უნიკალური თხრობის დამსახურებაა. თხრობას უნიკალურობას კი ქორეოგრაფია სძენს, რომელიც პერსონაჟთა სათქმელის, ხასიათის, შინაგანი ემოციური მდგომარეობის გადმოცემას სიტყვების გარეშე ახერხებს და წარმოდგენა სრულიად ახალ საფეხურზე აჰყავს.

ჩიკაგოს ქორეოგრაფია
გიგი დედალამაზიშვილი მიუზიკლ ჩიკაგოში

„ჩიკაგოს“ საკულტოდ ქცეული ქორეოგრაფია ბობ ფოსმა შექმნა, რომელიც ამერიკული თეატრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა და დღეს ლეგენდად ქცეული ქორეოგრაფი და მოცეკვავეა. ფოსის ნამუშევრები მკვეთრად ინდივიდუალური სტილით გამორჩევა, რომელიც აერთიანებს ჯაზისა და ვოდევილის ჟანრების ელემენტებს და ქმნის ახალ, მხოლოდ „ჩიკაგოსთვის“ დამახასიათებელ ხელწერას.

Jazz Hands – ასე უწოდებენ ფოსის მიერ დამკვიდრებულ ერთ-ერთ მოძრაობას, რომელიც ფართოდ გაშლილი თითებით ჯაზის რიტმს აყოლილ მოძრაობას ეწოდება. მიუზიკლის პერსონაჟები, ასევე, ხშირად იყენებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილის იზოლაციის ტექნიკას, რაც სხეულის განსაკუთრებული კონტროლის უნარს მოითხოვს. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, „ჩიკაგოს“ ქორეოგრაფია ავლენს პერსონაჟების პიროვნულ ხასიათს, სათქმელს და, ამასთან, ასახავს მთავარი გმირების მიმზიდველობას, შარმსა და სიძლიერეს.

ALL That Jazz-ს, Cell Block Tango-ს, Razzle Dazzle-სა და სხვა ყველასთვის კარგად ნაცნობ ქორეოგრაფიულ ნიმუშებს „წისქვილის თეატრის“ სცენაზე ცნობილი ქართველი არტისტები აცოცხლებენ, მათ შორის, მარიამ როინიშვილი, ანა ქურთუბაძე, მარიკო ებრალიძე, გიგი დედალამაზიშვილი, ანდრია გველესიანი და სხვა. „ჩიკაგოს“ ქართულ დადგმაში, შენარჩუნებულია ფოსის უნიკალური ქორეოგრაფია, თუმცა შეიცავს თანამედროვე ელემენტებსაც, რომელზეც ქართველმა ქორეოგრაფმა გიორგი ტორიაშვილმა იმუშავა.

გიორგი ტორიაშვილი - ჩიკაგოს ქორეოგრაფი
ჩიკაგოს დასი

„მოგეხსენებათ, რომ, ზოგადად, მიუზიკლში ქორეოგრაფიას წამყვანი ადგილი უჭირავს. მოძრაობის ხელოვნება კიდევ უფრო დიდ როლს ასრულებს „ჩიკაგოში“, რადგან თითოეულ ელემენტს თავისი დატვირთვა აქვს. ფოსის ნამუშევრებს, როგორც უბრალოდ ქორეოგრაფიას ვერ შეხედავ, მე მას უფრო არტისტულ ქორეოგრაფიას ვუწოდებდი. ცხადია, მასზე მუშაობა ორმაგად საპასუხისმგებლო და რთული აღმოჩნდა. ჩემი ამოცანა იყო შემენარჩუნებინა ის, რაც ყველაზე ფასეულია და მცირედით გამეთანამედროვებინა ის“, – გვითხრა გიორგი ტორიაშვილმა.

„ჩიკაგო“ თავისი შთამბეჭდავი ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ნიმუშებით მაყურებლის წინაშე თვეში რამდენჯერმე წარდგება. ასე რომ, გადაავლეთ თვალი „თეატრის“ აფიშას, მოინიშნეთ სასურველი თარიღი და მოემზადეთ განუმეორებელი სანახაობისთვის.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80