მიუზიკლი "მამმა მია" ქუთაისში

და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია! ქუთაისში მიემგზავრება

ქუთაისი2.png

მულტიფუნქციური სივრცე „თეატრის“ მიუზიკლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!“ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაცოცხლდება და სტუმრებს იტალიის კუნძულ პანტელერიაზე დატრიალებულ ამბებს მოუთხრობს.

„მახარებს ის ფაქტი, რომ „თეატრი“ მამმა მიას ახლა ქუთაისელებსა და იქ მოგზაურ ტურისტებს წარუდგენს და გამორჩეული ქართველი მსახიობებისა და მომღერლების მიერ შესრულები ABBA-ს სიმღერები ჩვენს საყვარელ ქალაქშიც გაჟღერდება. ვფიქრობ, სტუმრები მოიხიბლებიან სიყვარულის იმ ბედნიერი და სევდიანი ამბებით, რომლებსაც წარმოდგენის განმავლობაში მათ მოვუთხრობთ“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაალ ჩიქობავა.

მიუზიკლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია“ სპეციალურად „თეატრისთვის“ შექმნილ, ადაპტირებულ სცენარს ეფუძნება. წარმოდგენისთვის ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა ლეგენდარული ABBA-ს სიმღერებიც. მისი პრემიერა „თეატრში“ თებერვალში შედგა და ქართველი და უცხოელი სტუმრების დიდი მოწონება მალევე დაიმსახურა.

მიუზიკლის დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავაა, ინსცენირება კი თეა ყიფშიძეს ეკუთვნის. წარმოდგენის მუსიკალური ხელმძღვანელია თამუნა არჩვაძე, კოსტიუმების მხატვარი ლაშა ჯოხაძე, ქორეოგრაფი კი გიორგი ტორიაშვილი. დადგმაში „და, აი, ჩვენ აქ ვართ — მამმა მია“ მონაწილეობას იღებენ გამორჩეული ქართველი მსახიობები და მუსიკოსები, მათ შორის, ანა ქურთუბაძე, რუსკა მაყაშვილი, გიგი დედალამაზიშვილი, ანდრია გველესიანი, სანდრო კახეთელიძე და საზოგადოებისთვის საყვარელი სხვა არტისტები.

მაყურებელთა თხოვნით წარმოდგენა „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია“ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 22 ივლისს ორჯერ, 17:00-სა და 20:00 საათზე გაიმართება.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80